მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წალენჯიხაში მოცვისა და თხილის პლანტაციები გაშენდება - ფერმერს მიწა 1 ლარად გადაეცა

6214e81c36bd9
მარიამ იზორია
23.02.22 00:13
2317
წალენჯიხის მუნიციპალიტეტ სოფელ ლიაში 10 ჰექტარზე ფერმერი მოცვისა და თხილის პლანტაციებს გააშენებს. მთავრობის 21 თებერვლის სხდომაზე მოწონებული განკარგულებით, ფიზიკურ პირს, შახი ლატარიას მიწა სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადასცეს. 

როგორც bm.ge-ს ფერმერმა შახი ლატარიამ განუცხადა, ბანკთან თანამშრომლობითა და სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით, პირველი 2 წელი მიწის დამუშავებას მოხმარდება, რისთვისაც საწყისად $20 000-ის ინვესტიცია განხორციელდება.

მისივე თქმით, ფერმერი გარდა მოცვისა და თხილისა, ნახევარ ჰექტარ მიწაზე ერთწლიანი კულტურების, მათ შორის სიმინდის მოყვანასაც გეგმავს.

“ჯერჯერობით, მიწის გადმოცემასთან დაკავშირებით სატელეფონო დასტური მაქვს. მიწა წალენჯიხის მუნიციპალიტეტ სოფელ ლიაში 10 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. საბოლოო დასტურის შემდგომ ბანკთან თანამშრომლობას დავიწყებ; ამასთან სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის შესახებ ინფორმაციას მოვიძიებ.

პირველ ეტაპზე მიწის დამუშავებას შევუდგები, ამას დაახლოებით 2 წელი და $20 000 მოცულობის ინვესტიცია დასჭირდება. თხილსაც და მოცვსაც დიდი გასაღების ბაზრები აქვთ, კოოპერატივში გაერთიანებასაც ვაპირებ”, - ამბობს წალენჯიხელი ფერმერი.