მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Walmart-ზე გავრცელებულმა ცრუ ინფორმაციამ კრიპტოვალუტის ღირებულება გაზარდა

6140a6e0805cb
ნათია თაქთაქიშვილი
15.09.21 01:00
570
კრიპტოვალუტა Litecoin-ის ღირებულება მოულოდნელად გაიზარდა მას შემდეგ, რაც Walmart-ზე ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს სავაჭრო ქსელმა ციფრული ვალუტა ანგარიშსწორების საშუალებად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ცრუ ინფორმაციის გავრცელების საშუალებად აშშ-ში რამდენიმე ცნობილი ახალი ამბების ვებ-გვერდი და სააგენტო გახდა, მოგვიანებით კი სუპერმარკეტების ქსელმა პრესის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ „გავრცელებული ინფორმაცია არაავთენტური“ იყო.

BBC-ი წერს, რომ სანამ გავრცელებული ამბავის ავთენტურობა დადგინდებოდა, მანამდე კრიპტოვალუტა Litecoin-ის ღირებულება 125 ფუნტი სტერლინგიდან უეცრად 170 ფუნტამდე გაიზარდა, თუმცა მოგვიანებით კრიპტოვალუტის ღირებულება 128 ფუნტის ნიშნულზე დაუბრუნდა.

როგორც Walmart-ი აცხადებს, საინფორმაციო სააგენტოებში ცრუ პრესრელიზი ყალბი დომეინიდან გავრცელდა.