კრიპტოვალუტა დეცენტრალიზებული ფულია, რომელსაც ხშირად “მომავლის ფულსაც” უწოდებენ. “ციფრული ფული” ამარტივებს, აიაფებს და უფრო თავისუფალს ხდის გადარიცხვებს. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ მისი აქტუალურობა თანამედროვე სამყაროში მუდმივად მატულობს.
გარდა ბირჟაზე კურსის თვალყურის დევნებით მოგების მიღებისა ან გრძელვადიანი ინვესტიციის გაკეთებისა, დღეს კრიპტოვალუტა პროდუქტის ან მომსახურების შეძენის საშუალებადაც კი გამოიყენება. მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში უფრო და უფრო მეტი კომპანია გამოხატავს მზაობას დანერგოს “ციფრული ფული”, როგორც სტანდარტული მიმოცვლის ერთეული, რითაც კრიპტო ტრადიციულ ვალუტას კიდევ უფრო ემსგავსება.
ბიტკოინს, ყველაზე ცნობილ კოინს, კრიპტოინდუსტრიის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. მას კრიპტო სამყაროში ოქროს ეკვივალენტად მოიხსენიებენ. ხოლო ლაითკოინი (Litecoin - LTC) ვერცხლია მის გვერდით. ლაითკოინი, ბიტკოინთან ერთად, კრიპტოვალუტების ციებ-ცხელების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია. ის 2011 წელს შეიქმნა და დღემდე უმნიშვნელოვანეს კოინად მიიჩნევა. ბიტკოინის მსგავსად ლაითკოინიც დეცენტრალიზებული ქსელია. თუმცა, მისგან განსხვავებით უნიკალური ბლოკჩეინ სისტემა აქვს, რაც კიდევ უფრო მოქნილს ხდის მას და საშუალებას იძლევა ბევრად სწრაფი ტრანზაქციები გაკეთდეს (დაახლოებით 4-ჯერ უფრო სწრაფი, ვიდრე ბიტკოინი).
● 2021 წლის ივნისში ლაითკოინის ფასი საშუალოდ $41-ს უტოლდებოდა
● 2023 წლის ივნისში კი მისი ფასი $77-ს შეადგენდა
ლაითკოინზე საუკეთესო პირობებს ბაზარზე კრიპტალი გვთავაზობს. კრიპტოვალუტის შეძენა მარტივად, www.cryptal.com-ზეა შესაძლებელი, ან PayBox-ის გამორჩეული დიზაინის ტერმინალებში რამდენიმე კლიკით, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტ ლოკაციაზე შეგიძლიათ იპოვოთ. კრიპტალში საუკეთესო ფასთან ერთად, 0% გატანისა და გაგზავნის საკომისიოა ნებისმიერი რაოდენობის ლაითკოინზე. ასე რომ, თუ გსურთ გახდეთ გლობალური კრიპტო ბაზრის ნაწილი, კრიპტალი დაგეხმარებათ.