მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს 100-მდე შენობის დემონტაჟი განვახორციელეთ - თბილისის მუნიციპალური ინსპექცია

5fda2fbdb9494
ანუკა ჯოხაძე
16.12.20 20:14
741
"2020 წლის განმავლობაში 100-მდე უკანონო შენობის დემონტაჟი განვახორციელეთ”, - ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა მიაწოდა.

როგორც ლევან ჯღარკავა ამბობს, არცერთ შემთხვევაში, კანონდამრღვევ მოქალაქეებს მუნიციპალური ინსპექციის ქმედება სამართლებრივი გზით არ გაუსაჩივრებიათ.

"2020 წლის განმავლობაში უკანონო მშენებლობების 100-მდე დემონტაჟი განვახორციელეთ. არცერთ შემთხვევაში, ჩვენს ქმედებას მათი (მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი) მხრიდან გასაჩივრება არ მოჰყოლია, რომ რაიმე სამართლებრივი გზით წასულიყვნენ, რადგან იციან, რომ ეს ქმედება არის უკანონო”, - ამბობს მუნიციპალური ინსპექციის უფროსი ლევან ჯღარკავა.

bm.ge-იმ თბილისის მერიისგან ოფიციალურად გამოითხოვა წლის განმავლობაში განხორციელებული დემონტაჟების შესახებ დეტალური სტატისტიკა, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ: გუშინ თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა, რომელიც მოქალაქეების და სამართალდამცავების დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ჯამში, საუბარია, 12 შენობა-ნაგებობაზე, სადაც როგორც თბილისის მერია ამტკიცებს, მოქალაქეები არ ცხოვრობდნენ.

დღეს კი, თბილისის მერმა კახა კალაძემ იდენტიფიცირების გარეშე, ინიციალებით ჩამოთვალა რამდენიმე ადამიანი, რომელიც მისივე მტკიცებით, აფრიკის დასახლებაში სახლებს აშენებდა და, პარალელურად, სხვა ქონებებს ფლობს, მათ შორის თბილისში.