მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს აჭარის მთავრობა განათლების ინფრასტრუქტურაზე ₾25 მლნ-ზე მეტის დახარჯვას აპირებს

63cfe43b52510
BM.GE
24.01.23 18:03
455
წელს აჭარის მთავრობა განათლების ინფრასტრუქტურაზე ₾25 მლნ-ზე მეტის დახარჯვას აპირებს. აშენდება ახალი სკოლები და რეაბილიტირდება 92-ზე მეტი სკოლა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

დღეს, ერთ-ერთი სკოლის, კერძოდ, N30 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე გაეცნო.

400 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა გონიოს დასახლებაში მდებარეობს. განახლებული სკოლა მოსწავლეების მიღებას ახალი სასწავლო წლიდან შეძლებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის შიდა და გარე ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სრულად კეთილმოეწყობა სკოლის ტერიტორია, სკვერი და ღია სპორტული მოედანი.