მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ეკონომიკა 2019 წლის დონესთან შედარებით 2.6%-ით მაღალი იქნება - მინისტრი

61c1889a199a9
მარიამ ვარადაშვილი
21.12.21 12:00
523
ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, წელს საქართველოს ეკონომიკა გასული წლის დანაკარგს ანუ -6.8%-იან ვარდნას სრულად აღადგენს და 2019 წლის დონესთან შედარებით 2.6%-ით მაღალი იქნება.

ამასთან, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პანდემიის გამო, შარშანდელი თითქმის 7.%-იანი ვარდნის ფონზე წლევანდელი 10.5%-იანი ზრდა ძალიან კარგი მაჩვენებელია.

როცა ვსაუბრობთ ეკონომიკის აღდგენაზე, გვაქვს მოცემულობა, რომ 2.6%-ით უფრო მაღალია ეკონომიკა, ვიდრე ეს იყო 2019 წელს. ბუნებრივია, ჩვეულებრივ, არაპანდემიურ სიტუაციაში ორი წლის გამავლობაში 2.6%-იანი ეკონომიკური ზრდა საკმაოდ დაბალია, ძალიან დაბალი ეკონომიკური ზრდაა, თუმცა იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ პანდემიის გამო, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა, ამ სასტარტო პირობიდან გამომდინარე, 10.5%-იანი ზრდა ძალიან კარგი მაჩვენებელია. ამას ერთხმად აღიარებს ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი”, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დაასრულებს.

რაც შეეხება ამ <ეკონომიკური ზრდის> მაჩვენებლის გავლენას მოქალაქეებსა და მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ეკონომიკური აქტივობა საგრძნობლად გააქტიურებულია.

“ფაქტია, საქართველოს წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ექნება. მთელი რიგი მიმართულებებით ეკონომიკური აქტივობა საგრძნობლად გააქტიურებულია. ასევე გააქტიურებულია სამუშაო ადგილების აღდგენის პროცესი. უბრალოდ, აქ უნდა გავითვალისწინოთ რა არის საწყისი წერტილი. საწყისი წერტილია პანდემია და მისით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი, რომელიც აისახა მსოფლიოს ყველა ქვეყანაზე, მათ შორის საქართველოზე. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ეკონომიკური აღდგენის პროცესი დაწყებულია და საკმაოდ სწრაფად მიდის, ეს მხოლოდ ჩვენი შეფასება არ არის. ეს არის საერთაშორისო საფინანსო ინსიტუტების შეფასებაც” ,- აცხადებს ლაშა ხუციშვილი.