პანდემიის დროს, მაისში გახსნილი სასტუმრო Boutique Apartment – Signature ივლისის პირველ ნახევარში უკვე დაკავებულია. როგორც სასტუმროს მენეჯერმა, ქრისტინე მესხაძემ bm.ge-ს უთხრა, მოთხოვნა ძირითადად უცხოელებისგან მოდის, თუმცა მათ ქართველი დამსვენებლებიც სტუმრობენ. მისივე ინფორმაციით, სასტუმროს პროექტის განხორციელებისთვის ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით 200 000 ლარს შეადგენს.
„ობიექტი პანდემიამდე შევიძინეთ, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ გასულ წელს თითქმის ყველაფერი ჩაკეტილი იყო, მხოლოდ ახლა მოვახერხეთ რემონტის დასრულება და მაისში გავიხსენით. შემიძლია ვთქვა, რომ სტუმრების ნაკლებობა არ გვაქვს, რასაც სავარაუდოდ განსხვავებული დიზაინი და მისი ადგილმდებარეობა განაპირობებს - აპარტამენტი ძველ ქუთაისშია და ინტერიერი მთლიანად ფერად სტილშია“, - ამბობს ქრისტინე მესხაძე.
მისი ინფორმაციით, აპარტამენტი 4 - ნომრიანია და ფასები 90-დან 120 ლარამდე მერყეობს.
„აპარტამენტი 4-ნომრიანია, რომლებსაც საერთო მისაღები და სამზარეულო აქვს, სწორედ ამიტომ სტუმრებს კვებას არ ვთავაზობთ. კოვიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე, არ გვინდა ერთ სივრცეში ბევრმა ადამიანმა ერთდროულად იმოძრაოს. ამ დროისთვის თითქმის ყველაფერს მე და ჩემი დამხმარე დიასახლისი ვაკეთებთ, თუმცა როცა პანდემია გადაივლის, ვგეგმავთ, დასაქმებულების რიცხვი გავზარდოთ“, - ამბობს ქრისტინე მესხაძე.
მისი ინფორმაციით, სტუმრები ძირითადად ჩამოდიან ყაზახეთიდან, ლიეტუვადან, არიან ასევე არაბული ქვეყნებიდან.
"ქართველებიც ჩამოდიან, თუმცა სულ რამდენჯერმე“, - ამბობს სასტუმროს დამფუძნებელი.
ჯერჯერობით აპარტამენტის გაფართოება არ იგეგმება, რადგან ამ ეტაპისთვის სასტუმროს საკმაო საბანკო ვალდებულებები აქვს და სიტუაციაც არასტაბილურია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას