მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ქუთაისის აეროპორტი 240 ათასამდე მგზავრს მოემსახურა

61c1e826b742a
მარიამ ვარადაშვილი
21.12.21 15:30
740
8 თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 239 525 მგზავრს მოემსახურა. საქმე ის არის, რომ პანდემიის გამო შეჩერებული ფრენები აეროპორტში მიმდინარე წლის აპრილიდან ეტაპობრივად აღდგა. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ფრენები Wizz air-მა, რომელიც გადაყვანილი მგზავრების ოდენობით პანდემიამდე ქართული საავიაციო ბაზრის ლიდერი იყო, 18 აპრილიდან განაახლა.

ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია Wizz air, Belavia; Fly Arystan და Wizz air abu dhabi 11 ქვეყნის 23 მიმართულებით ოპერირებს. 2021 წელს აეროპორტს სამი ავიაკომპანია Fly Arystan; Wizz air abu dhabi და ბელარუსის სახელმწიფო ავიაკომპანია Belavia დაემატა. ეს უკანასკნელი მინსკის მიმართულებით კვირაში ორჯერ ასრულებს ფრენებს. რაც შეეხება Air Astana-ს შვილობრილ კომპანია Fly Arystan-ს, ის ყაზახეთის ოთხი ქალაქის მიმართულებით დაფრინავს, ესენია: ნურ-სულთანი, აქტაუ, ატირაუ და შიმკენტი.Wizz Air Abu Dhabi ქუთაისიდან აბუ-დაბისკენ პირდაპირ ფრენებს კვირაში ორჯერ ასრულებს. კიდევ ერთი კომპანია "აკ-ეარი" შიდა ფრენებს ქუთაისი-მესტიის მიმართულებით ასრულებს. რეგულარული რეისები მესტიასა და ქუთაისს შორის კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება.

აღსანიშნია, რომ უშუალოდ ნოემბერში აეროპორტი ჯამში 163 რეისს და 34 217 მგზავრს მოემსახურა. 2019 წელთან შედარებით გასულ თვეში რეისების რაოდენობა 65%-ით არის აღდგენილი (250 რეისი 2019 წელს), ხოლო მგზავრთნაკადის ოდენობა კი 48%-ით აღდგა (72,032 მგზავრი 2019 წელს).

2016 წლიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი იზრდებოდა - 2019 წელს აეროპორტი 800 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურა, 2020 წელს კი 79%-ით ანუ 183 873-მდე შემცირდა მგზავრების ოდენობა.