მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2030 წლამდე ჩვენს პარკში 500 თვითმფრინავი იქნება, რაც პილოტების რაოდენობის ზრდას საჭიროებს - Wizz Air

6450cee804f0e
ალა ისპირიანი
02.05.23 17:33
551
"2030 წლამდე ჩვენს პარკში 500 თვითმფრინავი იქნება, რაც პილოტების რაოდენობის ზრდას საჭიროებს," - ამის შესახებ Wizz Air-ის წარმომადგენელმა, ეველინ ჯეკელმა BMGTV-ის გადაცემაში "საუბრები ავიაციაზე" განაცხადა. 

მისი თქმით, ეს არის კარგი შესაძლებლობა იმ ადამიანებისთვის, ვინც დაინტერესებულია ამ პროფესიას დაეუფლოს.  

"ბაზას ვამატებთ უახლეს Airbus 321NEO-ს ტიპის თვითმფრინავს, რომელსაც 230 ადამიანის გადაყვანის შესაძლებლობა აქვს და იგი საქართველოში ყველაზე დიდი ტიპის თვითმფრინავია. თითოეული ასეთი ტიპის თვითმფრინავი წლიურად დამატებით 350 000 მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობას გვაძლევს. ამით ჩვენ გავაუმჯობესებთ წინა პერიოდის მაჩვენებელს და წლიურად 1 500 000-ზე მეტი მგზავრის გაყვანის შესაძლებლობა გვექნება. ეს ნიშნავს რომ, ჩვენ ვაორმაგებთ მოცულობებს, თვითმფრინავების რაოდენობას 2-დან 4 ბორტამდე და რა თქმა უნდა, ვზრდით მიმართულებების რაოდენობას. ჩვენი ავიაკომპანია მგზავრებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ევროპაში მაქსიმალურად მეტი მიმართულებით იმოგზაურონ.

დღეისათვის ქუთაისიდან გვაქვს 28 მიმართულება და მეოთხე თვითმფრინავის დამატების შემდეგ გაიხსნება ავიარეისი კოპენჰაგენის მიმართულებით, რაზეც საკმაოდ დიდი მოთხოვნა იყო მგზავრების მხრიდან. ჩვენ მოცულობებს, მიმართულებებს და სიხშირეებს ვზრდით იმის მიხედვით, რაზეც მოთხოვნა მოდის ჩვენი მომხმარებლების მხრიდან.

იმას, რასაც ვაკეთებთ საქართველოში მოცულობების გაზრდის კუთხით, ეს არის იმ გლობალური განვითარების სტრატეგიის ნაწილი, რომელიც აქვს ჩვენს ავიაკომპანიას. მომავალი ერთი წლის განმავლობაში საჰაერო ხომალდების რაოდენობა გაიზრდება 200 ერთეულამდე, ხოლო 2030 წლამდე ჩვენს პარკში იქნება 500 თვითმფრინავი, რაც საჭიროებს პილოტების რაოდენობის ზრდას. ჩვენ გვირჩევნია, რომ საკუთარი კადრები მოვამზადოთ, ვიდრე სხვა ავიაკომპანიის გადმოვიყვანოთ და ეს არის კარგი შესაძლებლობა იმ ადამიანებისთვის, ვინც დაინტერესებულია რომ დაეუფლოს ამ პროფესიას", - განაცხადა მან გიორგი მოლოდინაშვილთან ინტერვიუში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები