მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს საჭიროებას, რომ იპოთეკური სესხების სუბსიდირება გაგრძელდეს, ვერ ვხედავ - "ვითიბი ბანკის" CEO

60215c0f5f187
ვიქტორია მღებრიშვილი
08.02.21 19:40
911

"შარშან ეს პროგრამა აუცილებელი იყო, თუმცა, წელს ამის საჭიროება არ ვფიქრობ რომ არის დიდი,"- ამის შესახებ "ვითიბი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

ის ამბობს, რომ განსხვავებით წინა წლისგან დღეს სამშენებლო და დეველოპერულ სექტორში არსებული ვითარება ეკონომიკის ძირითად პრობლემას არ წარმოადგენს. 

„ბანკისთვის ბევრად ადვილია იპოთეკური სესხების გაცემა, უფრო ნაკლები ფინანსური რისკებია და თავისთავად გვაინტერესებდა ამის გაგრძელება. ოღონდ ეკონომიკურად რამდენად საჭიროა... ახლა დეველოპერული კომპანიები საკმაოდ ძლიერად არიან და დღეს იპოთეკური სესხების სუბსიდირება არ არის ეკონომიკის ძირითად პრობლემა, როგორიც შეიძლება შარშან ყოფილიყო. ვერ ვხედავ, რომ წელს ამის საჭიროება დიდია, ამას ვერ ვხედავ. შარშან აუცილებელი იყო, რადგან საკმაოდ დიდი კრიზისის წინაშე იდგნენ კომპანიები“, - აცხადებს „ვითიბი ბანკის“ პრეზიდენტი.

იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა მთავრობამ 2020 წელს სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის მიზნით შექმნა. მის ფარგლებში ახალი ბინის შესაძენად სუბსიდირებული სესხით სულ 8,443-მა პირმა ისარგებლა. გაცემული სესხების მთლიანი პორტფელი 827,949,335 ლარს შეადგენს.

შესაბამისად, ერთი საშუალო სუბსიდირებული სესხის მოცულობა 98,063 ლარს შეადგენს.

სახელმწიფო ამ პროგრამის ბენეფიციარებისთვის 5 წლის განმავლობაში ასუბსიდირებს პროცენტს იპოთეკურ სესხებზე:

● სახელმწიფო ასუბსიდირებს იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტულ პუნქტს;
● სუბსიდია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;
● სახელმწიფო წყვეტს სუბსიდიას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოცდა 5% (განაახლებს თუ ასცდა);
● სუბსიდია გაიცემოდა არაუმეტეს 200,000 ლარიან სესხებზე;
● შეეხო მხოლოდ მათ, ვინც 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში აიღო იპოთეკური სესხი ახალ აშენებული ბინის შესაძენად.