მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს საქართველოში 9.8%-იანი ინფლაცია იქნება - უფრო მაღალი მაჩვენებელია მოსალოდნელი 35 ქვეყანაში - IMF

62616ae49717f
შოთა ტყეშელაშვილი
21.04.22 19:00
917
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) 2022 წლის მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. მისი მიხედვით, წელს საქართველოში საშუალოდ 9.85%-იანი ინფლაციაა მოსალოდნელი.

საქართველოში ინფლაცია 2021 წლის მეორე ნახევრიდან გაიზარდა და მან 13%-საც გადააჭარბა, რის გამოც სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 10%-მდე გაზარდა, ხოლო რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ განაკვეთი დამატებით 11%-მდე გაზარდა.

IMF-ის თანახმად, საქართველოზე მაღალი ინფლაციაა მოსალოდნელი მსოფლიოს 35 ქვეყანაში, მათ შორის თურქეთშიც, სადაც ინფლაცია საშუალოდ 60.5% იქნება. 2022 წელს ნავთობრპოდუქტების გლობალური გაძვირების და რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის გამო მსოფლიოს მასშტაბით ინფლაციური წნეხი გაიზარდა: აშშ-ში; ბრიტანეთში; ევროზონაში ინფლაცია უკვე 30-წლიან რეკორდს აჭარბებს.

IMF-ის პროგნოზით, აშშ-ში წელს 7.7%-იანი ინფლაცია; ბრიტანეთში 7.4%-იანი ინფლაცია, გერმანიაში კი 5.5%-იანი ინფლაცია იქნება.

IMF - ინფლაციის პროგნოზი 2022 წლისთვის, პირველი ასეული:

1 სუდანი - 245.14%
2 ზიმბაბვე - 86.67%
3 თურქეთი - 60.46%
4 იემენი - 59.69%
5 არგენტინა - 51.73%
6 სურინამი - 38.88%
7 ეთიოპია - 34.48%
8 ირანის ისლამური რესპუბლიკა - 32.34%
9 ჰაიტი - 25.49%
10 ანგოლა - 23.95%
11 მოლდოვა - 21.92%
12 რუსეთი - 21.32%
13 შრი ლანკა - 17.61%
14 თურქმენეთი - 17.50%
15 სიერა ლეონე - 17.32%
16 განა - 16.28%
17 ნიგერია - 16.14%
18 სამხრეთ სუდანი - 16.00%
19 ზამბია - 15.70%
20 მონღოლეთი - 15.48%
21 სან ტომე და პრინსიპი - 14.49%
22 მიანმარი - 14.06%
23 ლიტვა - 13.33%
24 ყირგიზეთის რესპუბლიკა - 13.18%
25 გვინეა - 12.67%
26 ბელორუსია - 12.57%
27 აზერბაიჯანი - 12.30%
28 ესტონეთი - 11.90%
29 უზბეკეთი - 11.76%
30 პაკისტანი - 11.18%
31 ბულგარეთი - 10.95%
32 მალავი - 10.68%
33 უნგრეთი - 10.35%
34 ლატვია - 10.00%
35 ტაჯიკეთი - 10.00%
36 საქართველო - 9.85%
37 კოსოვო - 9.47%
38 პარაგვაი - 9.40%
39 სომალი - 9.40%
40 რუმინეთი - 9.27%
41 ბურუნდი - 9.25%
42 ჩეხეთის რესპუბლიკა - 8.96%
43 ბოტსვანა - 8.95%
44 პოლონეთი - 8.87%
45 მადაგასკარი - 8.80%
46 ნიკარაგუა - 8.71%
47 ალჟირი - 8.66%
48 ყაზახეთი - 8.53%
49 იამაიკა - 8.51%
50 მოზამბიკი - 8.46%
51 სლოვაკეთის რესპუბლიკა - 8.45%
52 მავრიკი - 8.42%
53 დომინიკის რესპუბლიკა - 8.36%
54 სამოა - 8.30%
55 ბრაზილია - 8.22%
56 ლიბერია - 8.19%
57 გამბია - 8.03%
58 ბელგია - 8.02%
59 მალი - 8.00%
60 რუანდა - 8.00%
61 ბუტანი - 7.91%
62 სერბეთი - 7.73%
63 ტუნისი - 7.73%
64 კოლუმბია - 7.70%
65 შეერთებული შტატები - 7.68%
66 სომხეთი - 7.61%
67 ეგვიპტე - 7.50%
68 ჩილე - 7.49%
69 გაერთიანებული სამეფო - 7.41%
70 ბაჰამის კუნძულები - 7.32%
71 კენია - 7.21%
72 ურუგვაი - 6.96%
73 ისლანდია - 6.90%
74 ერაყი - 6.89%
75 ჩრდილოეთ მაკედონია - 6.88%
76 მექსიკა - 6.81%
77 მონტენეგრო - 6.80%
78 სლოვენია - 6.72%
79 ბოსნია და ჰერცოგოვინა - 6.51%
80 წმინდა ლუსია - 6.40%
81 პაპუა ახალი გვინეა - 6.40%
82 კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა - 6.40%
83 ლაოსი - 6.20%
84 ერიტრეა - 6.19%
85 ტონგა - 6.14%
86 უგანდა - 6.10%
87 ლესოტო - 6.09%
88 ინდოეთი - 6.08%
89 ჰონდურასი - 6.05%
90 სენტ ვინსენტი და გრენადინები - 6.02%
91 ბურკინა ფასო - 6.00%
92 ტიმორ-ლესტე - 6.00%
93 ბარბადოსი - 6.00%
94 ბანგლადეში - 5.98%
95 Ახალი ზელანდია - 5.90%
96 ხორვატია - 5.87%
97 ნეპალი - 5.80%
98 სამხრეთ აფრიკა - 5.73%
99 ირლანდია - 5.66%
100 კანადა - 5.64%