15.მაისი .2022 17:00

„წელს ტურისტების ის ნაკადი არაა, რასაც ველოდით“ – Inn Group-ის მოლოდინები

„წელს ტურისტების ის ნაკადი არაა, რასაც ველოდით“ – Inn Group-ის მოლოდინები
views 1011
უკან

თბილისში, ბაკურიანსა და გუდაურში, ამ დროისთვის 4 სასტუმროს მმართველი „ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, მიმდინარე წელს, კომპანიას ტურისტული აქტივობის კუთხით მაღალი მოლოდინები ჰქონდა, თუმცა უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებულმა ომმა, ბევრი ქვეყნის მიმართულებით არსებული მოლოდინი შეცვალა.

„ტურიზმის მაღალი სეზონი ზოგადად მაისიდან იწყება ხოლმე და წელს ის ნაკადები არ არის, რასაც იანვარში ველოდით“, - ამბობს BM.GE-სთან საუბრისას „ინნ ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი.

კომპანიაში იმედოვნებდნენ, რომ პანდემიის დასრულებას, ტურიზმის გააქტიურება მოჰყვებოდა, თუმცა თებერვალში უკრაინაში დაწყებული ომის გამო გერმანიიდან, პოლონეთიდან ჯავშნების შემცირება დაიწყო.

„ომის დაწყების პირველ პერიოდში პოლონეთიდან და გერმანიიდან ტურისტული ნაკადი შემცირება ძალიან დიდი იყო, პოლონეთიდან ძალიან ბევრი ჯავშანი გაუქმდა, თუმცა ინტერესი მაინც ნარჩუნდება. მაგალითისთვის თუ უნდა ყოფილიყო 30 ჯავშანი, ახლა 20 ნომერია დაჯავშნილი. ამ პერიოდისთვის შემცირებულია ნაკადები ისრაელიდან, რაც რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული, ერთი ის არის, რომ კოვიდ-რეგულაციების გამო საქართველოს ერთ-ერთი გახსნილი ქვეყანა იყო, ახლა კი ძალიან ბევრმა ქვეყანამ გახსნა საზღვრები და კონკურენცია გაიზარდა.

ყველაზე დიდ პრობლემად საუდის არაბეთის საელჩოს მიერ მოქალაქეების გაფრთხილება მიგვაჩნია, რადგან მათ განაცხადეს, რომ საქართველო სამოგზაუროდ უსაფრთხო ქვეყანა არ არის, რაც ქვეყნისა და სექტორისთვის დამაზიანებელია. ეს საკმაოდ ცუდად აისახა უკვე ჯავშნებზე და ამის გამო ამ მიმართულებიდან ჯავშნების გაუქმებები დაფიქსირდა. ეს გაფრთხილება ძირითადად თბილისის ტურისტულ ადგილებში ბოშების მიერ ტურისტების შეწუხებისა და ქურდობის ფაქტების დაფიქსირების გამო გაკეთდა. პრობლემის შესახებ ჩვენ ტურიზმის ადმინისტრაციას მივმართეთ და როგორც გვითხრეს ამ კვირაში ამ პრობლემის მოგვარების მიზნით საუდის არაბეთის ელჩთან შეხვედრას გეგმავენ", - აღნიშნა კოკაიამ.

არსებული მდგომარეობის მიუხედავად, სასტუმროების მმართველ ჯგუფში მიიჩნევენ, რომ მიმდინარე წელს ტურისტების ძირითადი ნაკადი მაინც არაბული ქვეყნებიდან იქნება.

„რაც შეეხება სასტუმროების დატვირთულობას, ზაფხულში ბაკურიანი კვლავ პოპულარული იქნება და საკმაოდ მაღალი დატვირთვით იმუშავებს. თბილისის სასტუმროების მიმართაც კარგი მოლოდინები გვაქვს, შედარებით გაუჭირდება გუდაურის სასტუმროს. თუმცა დღეს უკვე მაღალი მომართვიანობა გვაქვს „ქუთაისი ინის“ სასტუმროსთან მიმართებით, რომლის გახსნასაც მაისის ბოლოს ვგეგმავთ“, - განმარტა ერეკლე კოკაიამ მოლოდინებზე საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა