მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

wely-შენობების მართვის ჭკვიანი გადაწყვეტილება

5d989c6e060b5
ელენე გოგბერაშვილი
05.10.19 22:10
2048
მეოთხე წელია თიბისი ქვეყანაში ყველაზე მასშტაბურ ბიზნესდაჯილდოებას წარმატებით ატარებს.

„ბიზნესდაჯილდოება 2019“-ში მონაწილეობის მსურველი ბიზნესებისთვის რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, რომელიც 8 ნოემბრამდე გაგრძელდება.

წელს პროექტი განახლებული ნომინაციებით და ახალი ფორმატით დაბრუნდა.

ჟიური 4 ნომინაციაში ბიზნესებს შემდეგი კრიტერიუმებით გამოარჩევს:

• საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურებისთვის შექმნისთვის
• თანამშრომლებზე განსაკუთრებული ზრუნვისათვის
• გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისათვის
• საუკეთესო ინოვაციებისთვის
• საუკეთესო სტარტაპის შექმნისთვის.

„საუკეთესო ინოვაციებისთვის“ ნომინაციაში გამარჯვებისთვის მაღალტექნოლოგიური კომპანია „wely“ იბრძოლებს.

wely ბაზარზე თითქმის ერთი წელია გამოჩნდა. ისინი აწარმოებენ
მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობებს და ქმნიან სისტემას, რომელიც სხვადასახვა ტიპის ბიზნესს პროცესების ავტომატიზაციაში, ასევე დროისა და ხარჯის ეკონომიაში ეხმარება.

უფრო კონკრეტულად, wely ქმნის შენობის მართვის სისტემას (BMS), რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ტიპის კონტროლერებს, სენსორებს, ჭკვიან მრიცხველებს, დეტექტორებს და ამ ყველაფრის გამაერთიანებელ პროგრამულ სისტემას.

„ყველაფერი ეს მაქსიმალურად მორგებულია როგორც საცხოვრებელი სახლისთვის, ასევე სხვადასხვა ბიზნეს დაწესებულებებისთვის როგორიცაა მაგალითად: სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები, რესტორენები, ქარხნები და ფაბრიკები, კლინიკები, სათბურები, ბიზნეს ცენტრები და ა.შ“-აცხადებს Bm.ge-თან „ველის“ ხელმძღვანელი სანდრო კვიციანი.

wely-ში ამბობენ, რომ მათი დახმარებით ჭკვიანი სისტემა ადვილად ხელმისაწვდომი გახდა მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რამაც მისცა კერძო სექტორს შესაძლებლობა, მისაღებ ფასად ისარგებლონ კუთვნილ ბიზნესზე მორგებული მომსახურებით და მოახდენენ კომუნალური და სხვა დამატებითი ხარჯების მინიმუმ 30%-ით შემცირება.

კომპანიის სამომავლო გეგმები ამბიციურია. ადგილობრივი ბაზრის გარდა, რამდენიემ თვის წინ გამოჩენილი კომპანია, მალე მომსახურების ექსპორტზე გატანასაც აანონსებს.


„ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ ადგილობრივ ბაზარზე, ვახორციელებთ მოლაპარაკებებს, ვთანამშრომლობთ და ვნერგავთ ჭკვიან სისტემას საქართველოში არსებულ წამყვან კომპანიებთან. ეტაპობრივად ვაფართოვებთ მომხმარებლის არეალს და მას შემდეგ რაც მოხდება ადგილობრივი ბაზრის კონკრეტული ნაწილის ათვისება პარალელურად ვგეგმავთ ექსპორტზე ჩვენი პროდუქციის გატანას, ამასთან დაკავშრებით უკვე დაწყებულია რამდენიმე უცხო ქვეყნის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები“-აცხადებს კვიციანი.

კომპანია ამ ეტაპზე 8 ადამიანს ასაქმებს, აქედან 6 ტექნიკური მიმართულებით.

wely-ის სისტემა არის თავიდან ბოლომდე მცირე და საშუალო ბიზნესზე ორიენტირებული, არ საჭიროებს პროფესიონალ ტექნიკოსს ინსტალაციისთვის, არის plug & play, მთლიანი სისტემა არის ღრუბლოვან სერვერთან დაკავშირებული, რაც დამატებით კომფორტს უქმნის მომხმარებელს და აძლევს მას შესაძლებლობას, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მოახდინოს პირადი ან კომპანიის wely.me-ს ანგარიშიდან ავტომატიზაციების დანერგვა და მათი ოპერირება, ამისთვის კი საჭიროა მხოლოდ ინტერნეტთან კავშირი.

„Wely.me-ს ინტერფესი მისი კონკურენტებისგან განსხვავებით არის ჰუმანური და მარტივად აღქმადი, სადაც მომხმარებელს შეუძლია თავად შექმნას და დაამატოს შენობის/ოთახის ის ნაწილი, სადაც განთავსებულია ჭკვიანი სენსორი. ასევე მარტივად დაგეგმოს წინასწარ გათვლილი ავტომატიზაციები, მაგ: ავტომატურ რეჟიმში გამოირთოს კონდინციონერი მაშინ, როდესაც ოთახში ვინმე გახსნის ფანჯარას, ან ჩაირთოს განათება შენობის კონკრეტულ ნაწილში, როცა მზის განათება დაეცემა <30%“-განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი.


wely-ში ამბობენ, რომ თიბისი ფინანსურ ნაწილში მათი თანამგზავრია. ბიზნესდაჯილდოების პროექტში მონაწილეობა კი მათთვის იქნება გამოცდილების და ცნობადობის მომტანი, რათა უფრო მეტმა გაიცნოს wely-ს შესაძლებლობები.

„ჩვენ დავრეგისტრირდით ნომინაციაში „საუკეთესო ინოვაციებისათვის“ და ვფიქრობთ, რომ პროექტის მნიშვნელობა ბაზარზე დღითიდღე ჰაერივით აუცილებელი და უაღრესად მნიშვნელოვანი ხდება, მით უმეტეს რომ wely ერგება ყველა სახის ბიზნეს გადაწყვეტილებას და არა რაიმე კონკრეტულს“.


ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულებისთვის წელს პრიზები უცვლელი რჩება. გამარჯვებულები ბიზნესებზე მორგებულ და მათთვის საჭირო ციფრულ სერვისებს აირჩევენ. თიბისი მათ მხარდაჭერას შემდეგი მიმართულებებით სთავაზობს: ციფრული სტრატეგია და ახალი ვებ-გვერდი, ბრენდის სტრატეგია და საიმიჯო კამპანია და პროგრამული უზრუნველყოფა.

რეგისტრაცია დაწყებულია ვებ-გვერდზე www.businessaward.ge და 8 ნოემბრამდე გაგრძელდება. გამარჯვებულები კი დეკემბერში გამოვლინდებიან.