27.ნოემბერი .2019 00:10

WhatsApp-ი ახალ ფუნქციას ამატებს

views 15992
უკან

WhatsApp-ი ახალ ფუნქციას ტესტავს, რომლის დახმარებითაც "მესენჯერის" მომხმარებლებს დროის გარკვეულ პერიოდში შეტყობინების თვითგანადგურების შესაძლებლობა ექნებათ.

"ეს ფუნქცია ჯერ ისევ დამუშავების რეჟიმშია და WhatsApp-ი მასზე დამატებით მუშაობას განახლებული 2.19.348 ვერსიისთვის აპირებს", - იტყობინება WhatsApp-ის ვებ-გევრდი.

პირველად გაგზავნილი შეტყობინებების თვითგანადგურების ფუნქცია "მესენჯერის" ბეტა ვერსიაში ოქტომბერში გამოჩნდა. პირველად ვერსიაში მისი დასახელება იყო "შეტყობინებები, რომლებიც ქრება".

შეტყობინებების თვითგანადგურების ფუნქციის ჩართვა აპლიკაციის სამართავ ინსტრუმენტებშია და მომხარებელს შესაძლებლობა აქვს მიუთითოს რა დროის გასვლის შემდეგ წაიშალოს გზავნილები.
თუმცა, როდის იქნება "მესენჯერის" ყველა მომხმარებლისთვის შეტყობინებების თვითგანადგურების ფუნქცია ხელმისაწვდომი, ჯერ უცნობია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა