მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WhatsApp-ი სხვადასხვა პლატფორმებს შორის ჩატის ფუნქციონალს ტესტავს

WhatsApp - Android

მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს საკომუნიკაციო პლატფორმა WhatsApp-ს, შესაძლოა, სხვადასხვა პლატფორმებს შორის ჩატის ფუნქციონალი დაემატოს, - ამის შესახებ The Verge-ი წერს. გამოცემა არგუმენტად WhatsApp-ის Android-ის ახალ განახლებაში (ვერსია 2.23.19.8) არსებულ ფანჯარას ასახელებს, რომელსაც “მესამე მხარის ჩატი” ჰქვია. ამ ეტაპზე, აღნიშნული ფანჯარა დაბლოკილია, ანუ მისი გამოყენება შეუძლებელია.

WhatsApp-ის მიერ სხვადასხვა პლატფორმებს შორის ჩატის ფუნქციონალის დამატება მოულოდნელი არ არის, პირიქით - ის საკმაოდ დროულიცაა, რადგან ევროკავშირის “ციფრული ბაზრების აქტით”, WhatsApp-ის მფლობელ კომპანია Meta-ს სპეციალური სტატუსი მიანიჭა, რომელიც WhatsApp-ის მსგავს კომპანიებს ავალდებულებს, ეს ფუნქციონალი 2024 წლის მარტისთვის დანერგოს.

ევროკავშირის მარეგულირებლის გადაწყვეტილებით, Apple-ს, Amazon-ს, Google-ს, Meta-ს, Microsoft-სა და ჩინურ ByteDance-ს სპეციალური სტატუსი მიენიჭათ, რაც ტექნოლოგიური ინდუსტრიაში მათ კოლოსალურ გავლენას უკავშირდება. როგორც კანონმდებლები ამბობენ, ეს კომპანიები ფაქტობრივად სრულად აკონტროლებენ ინდუსტრიას, ამიტომაც მათ დასარეგულირებლად ტრადიციული ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა საკმარისი არ არის და ახალი მარეგულირებელი ჩარჩო უნდა შეიქმნას.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები