მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირმა, შესაძლოა, Amazon-ის მიერ iRobot-ის შესყიდვა დაბლოკოს

iRobot
სტატიაში საუბარია:

ევროკავშირის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა, შესაძლოა, 2022 წლის ერთ-ერთი მთავარი გარიგება ჩაშალოს. საუბარია Amazon-ის მიერ ჭკვიანი მოწყობილობების მწარმოებელი iRobot-ის შესყიდვაზე, რომელიც, თავის დროზე, $1.7 მილიარდად შეფასდა.

გამომდინარე იქიდან, რომ Amazon-ი მსოფლიოს უდიდესი ონლაინმაღაზიაა, რომელიც, ამასთანავე, ბაზრის საკმაოდ დიდ წილს ფლობს ჭკვიანი მოწყობილობების მიმართულებით, ეს გარიგება, მალევე მოხვდა ევროკავშირის ანტიმონოპოლიური სამსახურის ყურადღების არეალში, ხოლო კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. როგორც მარეგულირებელი თავის დროზე ამბობდა, არსებობს რისკი, ამ გარიგებამ Amazon-ს მისი კონკურენტების დაჩრდილვის საშუალება მისცეს.

ევროკავშირთან ერთად, Amazon-ის მიერ iRobot-ის შესყიდვას სწავლობს აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისია, ხოლო გაერთიანებული სამეფოს კონკურენციისა და ბაზრის მარეგულირებელმა ტრანზაქციას მწვანე შუქი აუნთო, რადგან, მათი შეფასებით, ასე, ქვეყანაში არსებული კონკურენცია დიდად არ შეიზღუდებოდა.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირის მთავარი ანტიმონოპოლიური მარეგულირებლის შესაძლო გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა, iRobot-ის აქციების ფასმა 33%-ით იკლო. მცირედით შემცირდა Amazon-ის აქციის ფასიც.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები