მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO - კორონავირუსის გადადება სიმპტომების გამოვლენამდე 1-3 დღით ადრეც შესაძლებელია

5e8b5ec82a017
თამთა ჯიჯავაძე
06.04.20 20:51
2744
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) აცხადებენ, რომ კორონავირუსის გადადება შესაძლებელია 1–3 დღით ადრე, ვიდრე სიმპტომების გამოვლენა დაიწყება.

„ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ თუკი თქვენ ხართ პრე–სიმპტომატური, თქვენ მაინც შესაძლებელია, რომ გადასდოთ სხვას ინფექცია წვეთებით. თქვენ შეიძლება გქონდეთ დაინფიცირებული ნაწილაკები, რაც პირიდან და ცხვირიდან ამოდის“, – განაცხადა პროფესორმა მარია ვან კერხოვმა, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში კორონავირუსის საკითხზე მუშაობს.

მისივე თქმით, ეპიდემიის მოდელები გვიჩვენებს, რომ ვირუსის გაუცნობიერებელი გადადების შემთხვევები საკმაოდ დიდია.

ჯანდაცვის ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელი დირექტორის მაიკ რაიანის თქმით კი შესაძლოა, უფრო მეტი ადამიანი იყოს, რომლებიც „დაინფიცირდნენ გაუაზრებლად“.