მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO: 2019 წლის დეკემბერში უკვე არსებობდა კორონავირუსის რამდენიმე მუტაცია

602a63ad68965
ნათია თაქთაქიშვილი
15.02.21 16:30
737
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ WHO-ს მისიის დასკვნით, 2019 წელს ქალაქ უხანში კორონავირუსის რამდენიმე მუტაცია უკვე არსებობდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

WHO-ს მისიის წარმომადგენლის პიტერ ბენ ემბარკის თქმით, არსებული მონაცემების საფუძველზე შეიძლება გამოითქვას ვარაუდი, რომ ვირუსი ჩინეთში ვრცელდებოდა ბევრად ადრე, ვიდრე ამის ოფიციალური დადასტურება მოხდებოდა.

პიტერ ბენ ემბარეკი აცხადებს, რომ უხანში 2019 წლის დეკემბერში ოფიციალურად 174 შემთხვევა დადასტურდა, მაგრამ იმ დროისთვის კორონავირუსით, სავარაუდოდ, 1 000-ზე მეტი ადამიანი იყო ინფიცირებული.

„ჩვენი ვარაუდით, ინფიცირებული შემთხვევების მხოლოდ 15% იყო მწვავე, დანარჩენი მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობდა“, - თქვა პიტერ ბენ ემბარეკმა.

შეგახსენებთ, რომ WHO-ს მისია ჩინეთს 2 თებერვალს ეწვია, ხოლო თავის მხრივ ჩინეთმა მზადყოფნა გამოთქვა გამჭვირვალე გამოძიებასთან დაკავშირებით. პიტერ ბენ ემბარეკის განცხადებით, მათ, დაახლოებით, 200,000-მდე ახალი ნიმუშის მოპოვება შეძლეს, რომელიც ახალი კვლევების საგანი გახდება.