მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO ახალ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, საგანგებო სხდომას გამართავს

5e26b1edb7568
ნათია თაქთაქიშვილი
21.01.20 12:37
864
როგორც გამოცემა Reuters-ი იუწყება, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO), ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, 22 იანვარს ჟენევაში საგანგებო შეხვედრას გამართავს.

ორგანიზაცია განიხილავს, გამოცხადდეს თუ არა „საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში არსებული განსაკუთრებული მდგომარეობა საერთაშორისო დონეზე“.

თავის მხრივ, CNN-ის მიხედვით,  ჩინეთში ადასტურებენ, რომ ახალი კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადაცემით ვრცელდება. ამჟამად დაინფიცირებულთა შორის არიან მედიცინის მუშაკებიც.

ახალი კორონავირუსით უკვე 200-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. ახალი შემთხვევების შესახებ განაცხადეს შანხაისა და პეკინში.

ჩინეთის გარდა, ახალი ვირუსის შემთხვევები გამოვლინდა იაპონიასა და ტაილანდში.