მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO: ბოლო 24 საათში დაინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

5f3908e2678f9
თამთა ჯიჯავაძე
16.08.20 14:21
1207
მსოფლიოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევები 294 000-ზე მეტით გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო.

ამის შესახებ BBC-ის ცნობით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) იტყობინება.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გლობალურად 21,6 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. მათგან 771 000-ზე მეტი დაინფიცირებული გარდაიცვალა.

სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აშშ-ში, სადაც ვირუსს 172 606 ადამიანი შეეწირა, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობა ამ ქვეყანაში 5,5 მილიონს სცდება.