მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO ჩინური ვაქცინების ავტორიზაციის საკითხის განხილვას იწყებს

60827d78401dd
ნათია თაქთაქიშვილი
23.04.21 12:00
710
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) ჩინური ვაქცინების ავტორიზაციის მინიჭების საკითხის განხილვას იწყებს. WHO ჩინური ვაქცინის Sinopharm-ის ავტორიზაციის საკითხს 26 აპრილს განიხილავს, ხოლო Sinovac-ისას - 3 მაისს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ WHO პრეპარატების ავტორიზაციასთან და მათ გამოყებასთან დაკავშირებით ზუსტ პასუხს რამოდენიმე დღის შემდეგ გამოაქვეყნებს.

„კონკრეტულ გადაწყვეტილებას ვაქცინების ფართო გამოყენებასთან დაკავშირებით რამოდენიმე დღეში მივიღებთ“, -აცხადებენ WHO-ს ტექნიკური ექსპერტები.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე, WHO-ს ავტორიზაცია მიღებული აქვს Pfizer-ს, AstraZeneca-სა და Johnson & Johnson ვაქცინებს.