მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO Covid 19-ის ახალ ვარიანტს, Mu-ს აკვირდება

612f558f9fa1b
შოთა ტყეშელაშვილი
01.09.21 14:31
751
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია Covid 19-ის ახალ ვარიანტს - Mu-ს აკვირდება. ახალი შტამი პირველად იანვარში, კოლუმბიაში აღმოაჩინეს.

COVID-19-ის Mu შტამის შემთხვევები ამჟამად, სამხრეთ ამერიკასა და ევროპაში არის გამოვლენილი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პანდემიის ყოველკვირეულ ბიულეტენში აღნიშნულია, რომ ახალ ვარიანტს აქვს მუტაციები, რომლებიც შესაძლოა, Covid 19-ს ვაქცინებს უფრო მეტად უწევდნენ წინააღმდეგობას. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, ამ შტამის შესასწავლად შემდგომი კვლევები გაგრძელდეს.

„მიუხედავად იმისა, რომ Mu ვარიანტის გლობალური გავრცელება ამჟამად 0.1%-ზე დაბალია და შემცირდა, კოლუმბიასა (39%) და ეკვადორში (17%) ახალი შტამის შემთხვევები იზრდება“, – ნათქვამია ჯანმოს პანდემიის ყოველკვირეულ ბიულეტენში.