მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO: თებერვლიდან covid-ვაქცინა ყველა ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს

5ffdae9b1fb5a
ნათია თაქთაქიშვილი
12.01.21 18:25
1305
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) იმედოვნებს, რომ თებერვლის ბოლომდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ყველა ქვეყნისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს გებრეიესუსი ქვეყნებს მოუწოდებს, რომ მომდევნო 100 დღეში სამედიცინო მუშაკების და მაღალი რისკის ჯგუფის ადამიანების ვაქცინაცია ყველგან დაიწყოს. ამასთან, ის მთავრობებს, სამოქალაქო საზოგადოებას და რელიგიურ ლიდერებს ვაქცინაციის მასობრივ ჩატარებას ურჩევს.

თავის მხრივ, ჯანმოს უფროსმა მრჩეველმა დოქტორმა ბრიუს ეილვარდმა განცხადა, რომ „ამჟამად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 40-ზე მეტ ქვეყანაში მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე ის პრაქტიკულად მაღალშემოსავლიან ან საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში ტარდება“.

„ვაქცინა ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა გახდეს, როგორც საშუალოშემოსავლიანი, ასევე, დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის, მათ შორის აფრიკის და აზიის ქვეყნების ჩათვლით“, - განაცხადა ეილვარდმა.

გებრეიესუსის განცხადებით, მწარმოებლებმა ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პლატფორმა „კოვაქსით“ უნდა გაანაწილონ და გარკვეული შეთანხმებებისგან თავი უნდა შეიკავონ.