ჩინეთის უმსხვილესი ვაქცინების კომპანია Zhifei ბრიტანულ წამლების მწარმოებელ კომპანია GSK-ს 2,5 მილიარდ ფუნტს (3,05 მილიარდი აშშ დოლარი) გადაუხდის, რათა კომპანიამ ჰერპეს ზოსტერის ვაქცინა მსოფლიოს No2 ფარმაცევტულ ბაზარზე გაავრცელოს.
ეს გარიგება დასავლური ფარმაცევტული ფირმების ერთ-ერთი ნაბიჯია, რათა ჩინეთის ბაზრის უფრო დიდი ნაწილი დაიკავონ, მათ შორის არიან ისეთი კომპანიები, როგორიცაა AstraZeneca.
ვაქცინა, სახელად Shingrix, GSK-ის ყველაზე გაყიდვადი წამალია.
“Zhifei-სთან გარიგება იმ ძალისხმევის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს, 2026 წლისთვის კომპანიის გაყიდვების 4 მლრდ ფუნტამდე ($4.88 მლრდ) გაზრდას” - ნათქვამია GSK-ის განცხადებაში.
ამასთან, GSK-მა აღნიშნა, რომ Zhifei-ს დიდი მასშტაბები და ინოვაციურ ვაქცინებზე წვდომის ძლიერი გამოცდილება აქვს. ამჟამად ვაქცინა ჩინეთის 9,500 ლოკაციაზეა შესაძლებელი, ხოლო, ამ შეთანხმების შემდეგ ვაქცინა მთელი ჩინეთის მასშტაბით 30,000-ზე მეტ ლოკაციაზე იქნება ხელმისაწვდომი.
GSK-ის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ Zhifei-მ კომპანიას უფლება მიანიჭა გახდეს მათი ექსკლუზიური პარტნიორი ჩინეთში ხანდაზმულებისთვის RSV ვაქცინის ნებისმიერი ერთობლივი შემუშავებისთვის.