15.ოქტომბერი .2019 18:00

წითელ ხიდზე 10,000 ლარის არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

views 182
უკან

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქე მ.ბ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, 10 123.8 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა, 86.21 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს.


საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 10 123.8 ლარის ოდენობით შეეფარდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა