15.აპრილი .2021 16:46

Wizz Air - უკვე ვფიქრობთ ქუთაისში ბაზის აღდგენაზე

Wizz Air - უკვე ვფიქრობთ ქუთაისში ბაზის აღდგენაზე
views 498
უკან

უკვე ვფიქრობთ ქუთაისში Wizz Air-ის ბაზის აღდგენაზე,- ამის შესახებ bm.ge-ს Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერმა ანდრაშ რადომ განუცხადა. 

ანდრაშ რადოს კონკრეტული თარიღის დასახელება უჭირს.

“კონკრეტულ თარიღს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ უკვე ვფიქრობთ ქუთაისში “ვიზეარის” ბაზის აღდგენაზე და თან რამდენადაც შესაძლებელია სწრაფად. ეს დამოკიდებულია ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე, რამდენი ფრენის განხორციელებას შევძლებთ, რამდენი ავიახომალდის განთავსება შეგვეძლება ქუთაისში”,- აცხადებს ანდრაშ რადო.

შეგახსენებთ: უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისში ბაზა 2016 წლის სექტემბერში გახსნა. 2020 წლის ივლისში, BMG-ის ავიაკომპანიის კორპორატიული კომუნიკაციების უფროსმა ანდრაშ რადომ განუცხადა, რომ ბაზამ საქმიანობა 2020 წლის გაზაფხულზე შეაჩერა და ავიაკომპანიამ მასში არსებული თვითმფრინავების რეალოკაცია მოახდინა. მაშინ ავიაკომპანიაში თქვეს, რომ ქუთაისის ბაზას საქართველოში ფრენების განახლებისთანავე არ აღადგენდნენ და ეს მხოლოდ სიხშირეების მატების შემდეგ მოხდებოდა. უფრო ვრცლად აღნიშნულის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.