უკრაინაში დღეისთვის 4 მოქმედი ატომური ელექტრო სადგურია - ეს 15 ატომური ბლოკია და ყოველი მათგანი რუსული აგრესიის გამო, საფრთხის ქვეშაა– ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
უკრაინული გამოცემა Unian-ი აღნიშნავს, რომ იაპონიის პარლამენტის წინაშე უკრაინის პრეზიდენტი, ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობის განმავლობაში პირველად წარსდგა. ზელენსკის სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ დედაქალაქებს 8 193 კილომეტრი ყოფს, საშუალოდ კი ეს 15–საათიანი ფრენაა „ჩვენს თავისუფლების შეგრძნებებს, ჩვენი ცხოვრების სურვილებსა და მშვიდობისკენ სწრაფვას შორის მანძილი არ არსებობს“.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იაპონიას იმისთვის, რომ რუსეთის შეჭრიდან მალევე მათ უკრაინელებს დახმარება აღმოუჩინეს.
„იაპონია ამგვარი პოზიციით აზიაში ლიდერი გახდა. თქვენ მაშინვე დაიწყეთ რუსეთის მიერ წამოწყებული ომის შეჩერებასა და უკრაინაში, ანუ ევროპაში მშვიდობის დამყარებისთვის მუშაობა. ეს მნიშვნელოვანია თითოეულისთვის დედამიწაზე“, - თქვა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ჩერნობილის ტრაგედიის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 1986 წელს მომხდარი ამ ტრაგედიის შესახებ ყველამ იცის.
„რადიაციის გავრცელება, რომლის შედეგები პლანეტის სხვადასხვა ნაწილში დაფიქსირდა. ჩერნობილის სადგურის გარშემო 30 კილომეტრიანი ზონა კვლავ დაკეტილია. ის საშიშია. ტყეებში, რომელიც ამ ზონასთანაა, ჯერ კიდევ მაშინ აფეთქების შედეგების ლიკვიდაციის დროს, მიწაში ათასობით დაბინძურებული მასალა და მანქანების ნაწილები ჩაიმარხა“, - გაიხსენა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ 24 თებერვალს სწორედ ამ მიწაზე გაიარა რუსულმა ჯავშანტექნიკამ და რადიოაქტიური მტვერი მიწიდან ჰაერში გაფანტა. მან იაპონელებს შეახსენა, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური რუსი ტერორისტების მიერ იყო დაკავებული.
„წარმოიდგინეთ ატომური სადგური, რომელზეც კატასტროფა მოხდა - განადგურებული რეაქტორის გადახურვა, ბირთვული ნარჩენების მოქმედი საცავი - რუსეთმა ეს ობიექტიც ომის ადგილად აქცია. უკრაინიდან რუსეთის ჯარების გასვლის შემდეგ წლები დაგვჭირდება კვლევებისთვის, რომელიც დაადგენს - რა ზიანი მიაყენეს მათ ჩერნობილის ატომურ სადგურს, რომელი დამარხული რადიოაქტიური მასალები დააზიანეს“, - თქვა ზელენსკიმ.
მან ისიც აღნიშნა, რომ რუსებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსაც გაუხსნეს ცეცხლი და ამასთან ერთად, საომარი მოქმედებების შედეგად ასობით საწარმო დაზიანდა, რომელთა ნაწილი განსაკუთრებით საშიშია.
„მუდმივი ცეცხლი საფრთხეს უქმნის ნავთობისა და გაზის მილებს. ამ დღეებში რუსულმა ჯარებმა სუმის ოლქში ქიმიურ წარმოებასაც გაუხსნეს ცეცხლი, იქ ამიაკის გაჟონვა მოხდა. ჩვენ შესაძლო ქიმიურ შეტევებზე გვაფრთხილებენ, კონკრეტულად კი გაზ „ზარინის“ გამოყენებით, რომელიც სირიაში იყო გამოყენებული“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი სიტყვებით, მსოფლიოში პოლიტიკოსების განხილვის ერთ-ერთ მთავარ საკითხს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში რეაგირება წარმოადგენს. „ნებისმიერი ქვეყნის, ნებისმიერი ადმიანის, ნებისმიერი რწმენა მთლიანად განადგურებულია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ