მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლის ბოლომდე ინფექციური საავადმყოფოს ახალ შენობაში გადაყვანაზე გავეცით პირობა - მინისტრი

61f7a832c71b4
მარიამ ვარადაშვილი
31.01.22 13:32
540
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, წლის ბოლომდე ინფექციური საავადმყოფო ახალ შენობაში გადავა. მინისტრის თქმითვე, ეს გადაწყვეტილება დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე მიიღეს.

“იყო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ინფექციური საავადმყოფოს ახალ ლოკაციაზე გადაყვანას ეხება და იმ ახალ შენობაში სარემონტო სამუშაოების ჩატარებას. ეს გადაწყვეტილება დაჩქარებულად იქნა მიღებული. მიცემული გვაქვს პირობა როგორც მოიჯარისთვის, ასევე ინფექციური საავადმყოფოს მენჯმენტისთვის, რომ წლის ბოლომდე ახალ ლოკაციაზე გადავიყვანთ და გვექნება საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო და უმაღლესი სტანდარტების მქონე კლინიკა.

არის ძალიან კარგი, ახლადაშენებული შენობა. დაახლოებით, 15 ათას კვ/მ-მდე, რომლის გარემონტებასა და წელს გადაყვანაზე გვაქვს პასუხისმგებლობა აღებული და ამ პირობას აუცილებლად შევასრულებთ”, - აცხადებს აზარაშვილი.

ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე ინფექციური საავადმყოფოს შენობა 2009 წლიდან კერძო მფლობელობაშია. მისი მესაკუთრე "ავერსი ფარმაა", რომელმაც სახელმწიფოსგან აღნიშნული ტერიტორია 12,5 მილიონ დოლარად 12 წლის წინ შეიძინა, თუმცა მიუხედავად ამისა, მფლობელი არსებულ შენობას ამ დრომდე ვერ იყენებს.

ინფექციურთან საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელებაზე გადაწყვეტილება მიღებული არაა - "ავერსი ფარმა"