მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლის განმავლობაში რამდენი წუთი საუბრობენ საქართველოში ტელეფონზე? - სტატისტიკა

5ed78755b53cb
შოთა ტყეშელაშვილი
03.06.20 16:35
1450
2019 წლის განმავლობაში საქართველოში აბონენტთა მიერ საშუალოდ მობილურ ქსელში განხორციელებული ზარების საშუალო ხანგრძლივობამ თვეში 167 წუთი (წლიურად 33.4 საათი) შეადგინა - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის ანგარიშიდან ხდება ცნობილი.

დოკუმენტის მიხედვით, აბონენტთა განხორციელებული ხმოვანი ზარების საშუალო ხანგრძლივობა 2018 წელსაც თვეში 167 წუთს შეადგენდა, 2017 წელს კი ეს მაჩვენებელი 161 წუთს შეადგენდა.

კომისიის ანგარიშის მიხედვით, საშუალოდ ერთი აბონენტიდან თვის განმავლობაში მიღებული შემოსავალი 8.6 ლარს შეადგენდა - ეს 2018 წელს არსებულ მაჩვენებელთან შედარებით 30 თეთრით მეტია.

ოპერატორების ჭრილში 2019 წლის IV კვარტლის მდგომარეობით, ერთი აბონენტიდან საშუალო შემოსავლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი "მაგთიკომს" აქვს და ის 9.7 ლარს შეადგენს, შემდეგ "სილქნეტი" მოდის (9.1 ლარი), ხოლო "ვიონი საქართველოს" აბონენტები კი თვეში 6.4 ლარს ხარჯავენ.

2019 წელს, მობილური ოპერატორების საცალო შემოსავალმა 499 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2018 წელს მიღებულ საცალო შემოსავალზე 3.8%-ით - 18 მლნ ლარით მეტია. საცალო შემოსავლებში "მაგთიკომის" საბაზრო წილი 46%, "სილქნეტის" - 36%, ხოლო "ვიონი საქართველოს" - 18%-ია. 2018 წელთან შედარებით, შემოსავლების საბაზრო წილი გაზრდილი აქვს "ვიონი საქართველოს".