მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წულუკიანი - გაკოტრების კანონმდებლობაზე RIA დასრულდა

5dc3d52917674
შოთა ტყეშელაშვილი
07.11.19 12:33
1235
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში საზოგადოებას გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ ახალ კანონპროექტს წარუდგენს. წულუკიანის თქმით, ამ კანონის შესახებ რეგულირების გავლენის შეფასების კვლევა (RIA) უკვე მომზადებულია.

"დასრულა ამ კანონის პროექტთან დაკავშირებით ეგრეთ წოდებული RIA (რეგულირების ზეგავლენის შეფასება) ეს არის შეფასება თუ რა შეიძლება ამ კანონპროექტმა, თუ ის კანონად იქცევა, მოუტანოს საზოგადოებას, სახელმწიფოს, მათ შორის ბიზნესს. ჩვენ ვფიქრობთ რომ უკვე წელს ამ ეგრეთ წოდებული RIA-ს საფუძველზე გზა გაეხსნება იმას, რომ პარლამენტმა დაიწყოს ამ რეფორმის განხილვა. ეს არის კომპლექსური რეფორმა და მე მექნება მომდევნო კვირებში შესაძლებლობა, რომ როგორც დღეს წარვადგინეთ მასშტაბური რეფორმა მიწის რეგისტრაციის, ვისაუბროთ ამ რეფორმაზეც,"- ამბობს იუსტიციის მინისტრი.