მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყნეთის აგარაკები საწყის ფასზე თითქმის ორჯერ ძვირად, 7 მილიონ ლარად გაიყიდა

6241c178121f0
ვიქტორია მღებრიშვილი
28.03.22 18:06
3845
წყნეთის სამთავრობო რეზიდენციის 5 ობიექტი სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 14 მარტს დაწყებულ აუქციონზე ჯამში 7.030 მლნ ლარად გაყიდა. აუქციონები რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ობიექტების ჯამური საწყისი ფასი 4.7 მილიონი ლარი იყო.

აღსანიშნია, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ქონების თითოეულ აუქციონი ბოლო წუთეში მაღალი კონკურენციის გამო 17:00 საათის ნაცვლად 17:36 საათამდე გაგრძელდა.

რაც შეეხება იმას თუ რა ფასად გაიყიდა ქალაქ თბილისში, დაბა წყნეთის სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტები, აუქციონზე მათი საბოლოო ღირებულება ობიექტების მიხედვით შემდეგია: 

• 819.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 შენობა-ნაგებობა - 2.502 მლნ ლარი; ამ კონკრეტული ობიექტის შესაძენად 764 ბიჯი გაკეთდა. მისი საწყისი ფასი 974 ათასი ლარი იყო;
• 809.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 შენობა-ნაგებობა - 1.311 მლნ ლარი; 171 ბიჯი, საწყისი ფასი 969 ათასი ლარი;
• 732.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 შენობა-ნაგებობა - 1.204 მლნ ლარი; 141 ბიჯი, საწყისი ღირებულება - 922 ათასი ლარი;
• 702.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 შენობა-ნაგებობა - 1.036 მლნ ლარი; 66 ბიჯი, საწყისი ღირებულება - 904 ათასი ლარი;
• 820.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 შენობა-ნაგებობა - 977 ათასი ლარი; 1 ბიჯი. საწყისი ღირებულება 975 ათასი ლარია.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფომ წყნეთის სამთავრობო აგარაკები პირობიან აუქციონზე 55.7 მლნ ლარად 2019 წელს გამოიტანა. 89,988 კვადრატული მეტრის ფართობის 13 ნაკვეთის შეძენის შემთხვევაში მფლობელს 20 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და ადგილზე ტურისტული კომპლექსი უნდა მოეწყო. თუმცა მას შემდეგ, რაც აგარაკები ამ ფორმით ვერ გაიყიდა, საქართველოს მთავრობამ აგარაკების ცალკეულ ლოტებად გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2022 წლის 14 მარტს გამოცხადებულ 5 აუქციონზე კი სახელმწიფო ქონება ყველანაირი პირობით 7 მლნ ლარად გაიყიდა.