მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელფასები, პენსიები, გზავნილები - რა არის ოჯახების ძირითადი შემოსავალი საქართველოში?

60acaf83c5476
შოთა ტყეშელაშვილი
25.05.21 12:03
943
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2020 წლის მდგომარეობით, 1,100 ლარი არის ოჯახების საშუალო ყოველთვიური შემოსავალი. ამასთან, საშუალო სტატისტიკურ ოჯახში 3.4 ადამიანი ცხოვრობს, ხოლო ოჯახის ერთი წევრის საშუალო ყოველთვიური შემოსავალი 321.4 ლარია. საქსტატის ანგარიშის თანახმად, ეკონომიკური კრიზისის შედეგად, 2020 წელს ოჯახების ყოველთვიური შემოსავალი საშუალოდ 75 ლარით შემცირდა. ეს კლება ძირითადად დაქირავებული შრომიდან მიღებული შემოსავლის შემცირებას უკავშირდება. 

ოჯახების 1,100-ლარიანი საშუალო შემოსვლები ცალკეული წყაროების მიხედვით, ასე ფორმირდება:

დაქირავებული შრომიდან მიღებული შემოსავალი - 526 ლარი, წილი შემოსავალში 47.8%
პენსიები, სტიპენდიები, სოციალური დახმარებები - 258 ლარი, წილი შემოსავალში 23.4%
თვითდასაქმებიდან შემოსავალი - 103 ლარი, წილი შემოსავალში 9.4%
საჩუქრად მიღებული ფული - 98 ლარი, წილი შემოსავალში 8.9%
მოყვანილი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვიდან შემოსავალი - 63 ლარი, წილი შემოსავალში 5.7%
უცხოეთიდან მიღებული ფულადი გზავნილების შემოსავლები - 43 ლარი, წილი შემოსავალში 3.9%
შემოსავალი ანაბრიდან, ქონების გაყიდვიდან - 11 ლარი, წილი შემოსავალში 1.0%.

(ეს ცხრილი საშუალო ოჯახის შემოსავლებს ასახავს).