მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელისუფლებამ ეს დათმო, ვინაიდან ის ადამიანები აღიქვა როგორც საარჩევნო ხმა - ფინანსისტი "ნამახვანჰესზე"

61608d37daaae
თამთა ჯიჯავაძე
09.10.21 00:21
953
რატომ შეექმნა ნამახვანჰესს პრობლემები? ამის შესახებ გადაცემა „ანალიტიკაში“ ფინანსისტმა ირაკლი ერაძემ ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან კარგი პროექტი იყო ქვეყნისთვის, ეკონომიკისა და ხალხისთვის, ასევე მთავრობისთვის ფინანსურად, ეკონომიკურად და უსაფრთხოების მხრივ, ის ხელისუფლებამ მაინც დათმო.

„ხელისუფლებამ დათმო ეს წინააღმდეგობა რაღაც ეტაპზე, ვინაიდან ის ადამიანები აღიქვა როგორც საარჩევნო ხმა“, - აღნიშნა მან.

მან პოპულისტურ ნაბიჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას მთავრობის მხრიდან ხშირად ვხედავთ.

აღსანიშნავია, რომ „რა მოხდა ნამახვანში“ - ამ სათაურით ირაკლი ერაძემ Facebook-ის პირად გვერდზე ვრცელი პოსტი გასულ კვირას გამოაქვეყნა, სადაც გასული წლის შემოდგომიდან „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ მოვლენებს დეტალურად აღწერს და აფასებს. პოსტის ავტორი „რიონი ხეობის მცველების“ მიერ წინააღმდეგობის პროცესში ჰიბრიდული საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაზეც საუბრობს და მის მექანიზმებს მიმოიხილავს. დასკვნით ნაწილში კი 1 წლის განმავლობაში ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ენერგეტიკული პროექტის გარშემო არსებულ მდგომარეობას აჯამებს და აცხადებს, რომ მოვლენებმა ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში 3 მიმართულებით ჩააყენა.