მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელოვნური ინტელექტი ანაცვლებს არა ადამიანს, არამედ მისი საქმის რუტინულ ნაწილს - დაჩი ჭოლაძე

6207706097b4b
ინგა მურუსიძე
12.02.22 12:26
5478
ხელოვნური ინტელექტი არ ანაცვლებს ადამიანს, ის ანაცვლებს მის რუტინულ ნაწილს, - ამის შესახებ BGMDRIVE-ში სტუმრობისას ანტერპრენერმა, Pulsar AL-ის შემქმნელმა დაჩი ჭოლაძემ განაცხადა.

„ნებისმიერი ადამიანის საქმიანობას რომ გადახედოთ, ის აუცილებლად იძენს რუტინულ ხასიათს. თუ შევძლებთ ამ რუტინული ნაწილის გააუთსორსებას, მაშინ გამოგვითავისუფლდება რესურსის ის ნაწილი, სადაც მე უკეთესი ვარ რობოტზე, სადაც ადამიანური განსჯა გჭირდება. ანუ, გამოთავისუფლდება რესურსი, რომლითაც შემიძლია წინ წავიდე და წინ წავიყვანო კომპანია. როცა აღმოაჩენ რა რესურსზე დგას რუტინა, შეგიძლია გააავტომატურო. მე არ ვიტყოდი, რომ ეს არის ადამიანის ჩანაცვლება, ეს არის ადამიანში რუტინული ნაწილის ჩანაცვლება, რაც ამ ადამიანისთვისვე არის კარგი“, - განაცხადა დაჩი ჭოლაძემ.

მან მაგალითად მოიყვანა სწორედ Pulsar AL, რომელსაც შეუძლია იმუშაოს 24/7-ზე, გარდა ამისა, 1 წუთზე ნაკლებ დროში შეუძლია ნებისმიერი რაოდენობის შეკითხვაზე პასუხის გაცემა ერთი SMS-ით.

„ეს ყველაფერი ადამიანისთვის მოსწრებადი არ არის. ადამიანი წამებში უბრალოდ ვერ ნახავს და გაიგებს, რომელ მანქანას რა მაჩვენებლები აქვს და ა.შ. ანუ, ამით იმის თქმა მინდა, რომ თუნდაც რუტინულ ნაწილში, ეფექტიანობა ავტომატიზაციას მეტი აქვს, ვიდრე ადამიანს“, - განაცხადა დაჩი ჭოლაძემ.