მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ხომ არ არის დრო ქმედითი ნაბიჯებისთვის“ - წილოსანის 6 კითხვა ღარიბაშვილს

60336ccbcbcb6
ვიქტორია მღებრიშვილი
22.02.21 12:58
1229
საქართველოს პარლამენტის წევრმა ნინო წილოსანმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ფრაქციას თავის ხედვებს აცნობს, შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა: „ხომ არ არის დრო, რომ ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ, რაშიც თქვენ კარგად ხართ ცნობილი?“.

მან შეზღუდვების მოხსნის კუთხით 5 მიმართულება გამოყო და დაამატა, რომ მნიშვნელოვანია, ვაქცინაციის შესახებ არსებულ კითხვებს პრემიერმა პასუხი გასცეს.

„ეს საკითხები ძალიან ბევრი მოქალაქის გულისტკივილს ეხება. როდის შევამსუბუქებთ რეგულაციებს და რა გეგმა გავქვს რეგულაციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით?

ბაღები დღემდე დაკეტილია მიუხედავად იმისა, რომ სკოლები გავხსენით, მათ შორის შაბათ-კვირის ჩაკეტვები პრობლემაა და მას ყველა ბიზნესი აწყდება, რომელსაც ოპერირების საშუალება მივეცით, სავაჭრო ცენტრები იქნება თუ კვების ობიექტების ღია სივრცეები. შაბათ-კვირის გარეშე ისინი ბიზნეს მოდელს ვერ ააწყობენ და ეს შეიძლება ჩაითვალოს ისე, რომ მათი ინტერესი დავაკმაყოფილეთ და რეალურად ამოსუნთქვის საშუალება არ მივეცით;

დახურული სივრცეების გახსნა - იმ პერიოდში, როდესაც მთელ მსოფლიოში დეპრესიაა, იმ მასშტაბებს ჰორეკას თუ სასტუმროს ბიზნესი დიდი ხანი ვერ მიაღწევს... ამ პირობებში ხომ არ თვლით, რომ ფრთხილად და ეტაპობრივად უნდა გავხსნათ და ჩვენი შრომის ინსპექციის გაძლიერებით და ზედამხედველობის გააქტიურებით მივცეთ ამ ბიზნესებს გახსნის შესაძლებლობა;

რაც შეეხება ზამთრის კურორტებს <გახსნას>, თუნდაც სასტუმროების ნაწილში ელემენტარულად განტვირთავს იმ სასტუმროებს, რომლებიც ახლა ფუნქციონირებენ, დატვირთვას იქ მოხსნის და ზამთრის კურორტებზე თუნდაც ეს 1-2თვიანი პერიოდი შესაძლებლობას მისცემს, რომ გამოიყენონ;

ერთ-ერთი მნიშნელოვანი და საკვანძო საკითხი რუსთავი-თბილისის საქალაქთაშორისო ტრანსპორტია. ყოველდღიურად ათი ათასობით ადამიანი გადაადგილდება იმ მიზნით, რომ თავის სამსახურებში მივიდნენ და დაბრუნდნენ სახლებში. ჩვენ გავხსენით საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაგრამ ისეთ ურთიერთდაკავშირებულ ქალაქებს შორის მიმოსვლა როგორიც არის რუსთავი და თბილისი და ვფიქრობ, რომ თქვენს ყურადღებას ნამდვილად საჭიროებს. მე-8 დღე გავიდა, რაც ტრანსპორტი და სკოლები გავხსენით, გვაქვს ინფიცირების ზრდის სტაბილური მაჩვენებელი... ხომ არ გაძლევთ ეს სურათი იმის საშუალებას, რომ იმ პირობებში, როდესაც ვაქცინას მალე შემოვიტანთ, როდესაც ჩვენც, ადამიანებმა შევცვალეთ ქცევის წესი და უფრო მივეჩვიეთ იგივე პირბადის ტარებას, ხომ არ არის დრო, რომ ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ, რაშიც თქვენ კარგად ხართ ცნობილი?

ამასთან, ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბევრი ადამიანი ეწეოდა ანტივაქსერულ კამპანიას, ახლა გვიკიჟინებენ, რომ ვაქცინაცია მნიშვნელოვანია. ჩვენ ვხვდებით, რომ ვაქცინაცია მნიშვნელოვანია და თქვენი როგორც აღმასრულებლის პასუხისმგებლობაა, რომ ვაქცინაცია დროულად წარიმართოს და რაც მთავარია, ბევრ ადამიანს დავანახოთ, რომ ეს ინიციატივა ჩვენიაა და ამას ჩვენ მივიყვანთ იმ საბოლოო შედეგამდე, რაც პანდემიის დამარცხებისთვის მნიშვნელოვანია“, - მიმართა ნინო წილოსანმა პრემიერობის კანდიდატს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები