სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში ხორბლის მარაგების უზრუნველყოფისთვის სახელმწიფო ინტერვენციებს განახორციელებს. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს ხორბლის ბაზარზე არსებული მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი განცხადებით, ქვეყანაში ხორბლის მარაგებს საფრთხე არ ემუქრება და მეხორბლეებმა განცხადებების გაჟღერებისას მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ.
„სასურსათო მარაგების მონიტორინგს მუდმივად ვახორციელებთ. ვფიქრობ, უპასუხისმგებლოა მათი მხრიდან გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ ისინი სახელმწიფოსთან დადებული მემორანდუმიდან გადიან. ჩვენ აქ ვსაუბრობთ ინფორმაციის გაცვლაზე, რომელიც სახელმწიფოს პოლიტიკის სწორად და ადეკვატურად დაგეგმვისთვის სჭირდება, ამიტომ ბიზნესს პასუხისმგებლობისკენ მოვუწოდებთ, იმედი მაქვს ასეც იქნება.
მეორე - პანდემიის დაწყებისას, როდესაც მარაგების საფრთხე დავინახეთ მყისიერი ნაბიჯები გადავდგით და ქვეყანას სასურსათო უზრუნველყოფისა და მომარაგების კუთხით პრობლემები არ შეგვქმნია, მათ შორის ხორბალთან მიმართებით და ჩვენ საჭიროების შემთხვევაში ასეთ ნაბიჯებს გადავდგამთ, რომ ქვეყანას ჩვენი ინტერვენციის შედეგად დამატებითი მარაგები ჰქონდეს. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ხორბლის ბაზარზე მსოფლიოში რთული ვითარებაა, გამომდინარე იმ პოლიტიკიდან, რომელსაც ესა თუ ის ქვეყანა პანდემიის პირობებში დგამს“, - განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში რუსეთიდან ხორბლის იმპორტი მცირდება. სამაგიეროდ იზრდება იმპორტირებული ფქვილის წილი. მიზეზი მეზობელი სახელმწიფოს მხრიდან ხორბლის იპორტზე დაწესებული მცურავი ბაჟია, რაც ქართველი იმპორტიორებისთვის ერთ ტონა ხორბალს თითქმის 100 დოლარით აძვირებს. იმის გამო, რომ მსგავსი შეზღუდვა არ ვრცელდება ფქვილის იმპორტზე, კომპანიების დიდ ნაწილს ფქვილის ადგილზე გადამუშავება აღარ უღირთ, წარმოებას ხურავენ და ფქვილის იმპორტზე გადადიან.
ხორბლის იმპორტის შემცირების გამო ქართველმა მეხორბლეებმა უკვე მიმართეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რათა გამოწვეულ იქნას მათი ხელმოწერა იმ მემორანდუმიდან, სადაც კერძო სექტორი პასუხისმგებლობას იღებს ქვეყანაში ხორბლის ორთვიანი მარაგების არსებობა უზრუნველყოს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი