სულ რამდენიმე დღეა, რაც ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა პირბადეებთან დაკავშირებით გაიდლაინები შეცვალა: ამჯერად გაიცა რეკომენდაცია, რომ ხალხმა ყველაზე მაღალი დაცვის მქონე რესპირატორი ატაროს, რომელიც ადამიანის სახეს მაქსიმალურად მჭიდროდ ერგება და, რაც მთავარია, შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მიერ აღიარებულია. ასეთი კი - N95 პირბადეა. CDC-ის ექსპერტები კორონავირუსის სწრაფად გავრცელებადი “ომიკრონ” შტამის პირობებში, აცხადებენ, რომ ნაჭრის პირბადეები, რომლებიც სახლში ან თუნდაც სამკერვალოებში მზადდებოდა, ახლა უკვე “დეკორაციაა და მხოლოდ თავის მოსართავად გამოდგება”. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში “ომიკრონით” ინფიცირების თავიდან ასარიდებლად, N95 ან KN95 რესპირატორები დღესდღეობით ყველაზე მაღალი დაცულობით სარგებლობს, თუმცა ამის მიუხედავად, საზოგადოებაში მაინც არსებობს რიგი კითხვები.
1. რატომ უწევენ ჯანდაცვის ექსპერტები N95 პირბადეებს რეკომენდაციას?
ასეთი პირბადეები დღეს უფრო მეტად ხელმისაწვდომია, ვიდრე პანდემიის დასაწყისში იყო. იმ ფონზე კი, როცა კორონავირუსი უმეტესად ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება, N95 რესპირატორი იმდენად მჭიდროდ ეკვრის ადამიანის სახეს, რომ პოტენციურად ინფიცირებულ ჰაერს პრაქტიკულად არ ატარებს, ასეთი პირბადე ვირუსისგან დაცვის ყველაზე ეფექტიანი ბერკეტია. ამასთან, ნაჭრის პირბადის დაცულობის ეფექტიანობა 75%-ს შეადგენს, ხოლო N95-ის - 95%-ს.
2. რა განსხვავებაა N95 და KN95 პირბადეებს შორის?
რეალურად, N95 და KN95 პირბადეებს შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, თუ რომელ რეგიონში რომელი პირბადეა სერტიფიცირებული. მაგალითად, აშშ-ში N95 რესპირატორი ჯანდაცვის სხვადასხვა მარეგულირებელი ორგანოს მიერ მოწმდება, ამასობაში ჩინეთში მსგავს მონიტორინგს KN95 პირბადეები გადის. შესაბამისად, CDC-ის ცნობით, ორივე ტიპის რესპირატორის ტარება შესაძლებელია და დამოკიდებულია ქვეყნებზე, სადაც ან ამერიკული ან ჩინური პირბადეების იმპორტი ხდება.
3. როგორ უნდა გავარკვიოთ, N95 და KN95 პირბადეები ყალბია თუ არა?
ორივე ტიპის ორიგინალ პირბადეს უნდა ჰქონდეს ე.წ. ჭიქის ან იხვის ნისკარტის ფორმა; ორი თასმა, რომელიც სახეს მჭიდროდ ეკვრის; რეგულირებადი მავთულის ზოლი ცხვირის ადგილას და შესაბამისი მარკირება, რითაც N95 და KN95 პირბადეების ორიგინალობა დადასტურდება. რაც შეეხება ყალბ რესპირატორებს, არსებული დაკვირვების შედეგად, გამოვლენილია ნიღბები, რომლებსაც მარეგულირებლის ნიშნები ან საერთოდ არ აქვს, ან არასწორად აქვს დაბეჭდილი. როგორც N95, ასევე KN95 რესპირატორს აუცილებლად უნდა ჰქონდეს წარწერა, რომ ის დამოწმებულია დაავადებათა კონტროლის და პრევენციის მიერ და აკმაყოფილებს ყველა საწარმოო მოთხოვნას.
4. შეუძლიათ თუ არა ბავშვებს N95 და KN95 პირბადეების ტარება?
ასეთი სამედიცინო ნიღბები შექმნილია ჯანდაცვის მუშაკებისთვის, ასე რომ, ზომებიდან გამომდინარე, სპეციალურად ბავშვებისთვის დამზადებული პირბადეები არ არსებობს, რამდენადაც არასრულწლოვანები სამედიცინო დაწესებულებებში არ მუშაობენ. მოზარდებს კი, ცხადია, მსგავსი ტიპის რესპირატორის ტარება თავისუფლად შეუძლიათ და ის არანაირ რისკთან დაკავშირებული არაა.
5. არის თუ არა უსაფრთხო N95 პირბადის მრავალჯერადი გამოყენება?
სამედიცინო დაწესებულებებში ჯანდაცვის მუშაკები პირბადეებს ხშირად იცვლიან, რათა პაციენტებთან ურთიერთობისას თავიდან აიცილონ ჯვარედინი დაბინძურება იმ რესპირატორით, რომელიც სხვადასხვა სივრცეში ინფექციის პოტენციურ მატარებლებთან ეკეთათ. ამიტომ, თუკი ისეთ სივრცეში მოგიწიათ ყოფნა, სადაც ბევრი ხალხი ირევა და, შესაბამისად, დაინფიცირების ალბათობაც მატულობს, სასურველია N95 პირბადე დიდი ხნის განმავლობაში არ ატაროთ. თუმცა ჯანდაცვის ექსპერტები სტანდარტულ რესპირატორებთან შედარებით, N95 პირბადეების მრავალჯერადი გამოყენების რეკომენდაციას მაინც იძლევიან, რამდენადაც მისი ფილტრაციის დონე გაცილებით მაღალია. თუმცა, CDC-ის რეკომენდაციით, სასურველია, ხელით ხშირად არ შევეხოთ ნიღბის შიდა მხარეს, რომელსაც პირსა და ცხვირზე ვიკეთებთ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ