მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხუციშვილი - წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება

613f257532412
ინგა მურუსიძე
13.09.21 14:42
476
წელს გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„საგარეო ვაჭრობა არის ერთ-ერთი ის მიმართულება, რომელიც ეკონომიკაში სწრაფი აღდგენით ხასიათდება. ჩვენ გვაქვს საკმაოდ სტაბილური ზრდა ექსპორტის და იმპორტის მიმართულებით. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს საკმაოდ სტაბილური ზრდები სხვადასხვა ეკონომიკური პარამეტრით, ისევე როგორც გადმორიცხვებთან მიმართებაში, ასევე კომპანიების ბრუნვებთან მიმართებაში.

გასული თვის ეკონომიკური ზრდა იყო 9,9%, ხოლო 7 თვის ეკონომიკური ზრდა გვაქვს 12,2%, რაც სრულად არის შესაბამისობაში იმ პროგნოზთან, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ უკვე რამდენიმე თვის წინ, როცა წარვადგინეთ ბიუჯეტის ცვლილების საბაზისო პროექტი. საბაზისო სცენარში ეს ზრდა იყო 7,7%, თუმცა ასევე წარდგენილი გვაქვს ოპტიმისტური სცენარი, რომელიც ამბობს, რომ წელს საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება, 10,2%, შესაბამისად, ყოველდღიური ინფორმაცია და სტატისტიკა, რომელიც გვაქვს მიუთითებს იმაზე, რომ პოზიტიური სცენარის მიმართულებით ხორციელდება სააქართველოს ეკონომიკის განვითარება, რაც ნიშნავს, რომ წელს გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.