მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალ პარლამენტში ეკატერინე ტიკარაძეს ელოდებიან

5ed5fb43c9b9a
თელარა გელანტია
02.06.20 11:06
947
ხვალ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს ელოდებიან. ამის შესახებ bm.ge-ის დეპუტატმა ლევან კობერიძემ განუცხადა.

საქმე იმაშია, რომ საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძემ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეს 18 მაისს მიმართა, რათა 4 საკითხის განსახილველად მინისტრის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოსვლა უზრუნველეყო.

რაც შეეხება საკითხებს, როგორც კობერიძის მიერ ხუნდაძის სახელზე გაგზავნილ მიმართვაშია აღნიშნული, თემები ასე გამოიყურება:

1. 2020 წლის 22 მაისს საგანგებო მდგომარეობის და შეზღუდვების მოსალოდნელი მოხსნიდან გამომდინარე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ არის თუ არა შემუშავებული Covid-19-ის ეპიდსიტუაციის პროგნოზის სცენარები. აღნიშნული შეზღუდვების მოხსნასთან მიმართებაში ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის სექტორების მზაობა Covid 19-ის ეპიდემიის მართვის თვალსაზრისით (კონკრეტული პარამეტრებით გამოხატული, მაგ: ინფიცირებულთა მიღების, ინფექციის შიდა კონტროლის მექანიზმების მუშაობის, სამედიცინო პერსონალის დამცავი საშუალებებით აღჭურვისა და სხვა საკვანძო საკითხების მიხედვით).

2. მაჩვენებლები, რომლის დროსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ხელახლა გასცემს რეკომენდაციას საგანგებო მდგომარეობისა და საკარანტინე პორობების შემოღებასთან დაკავშირებით.

3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკების გათავისუფლება.

4. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბერის №520 დადგენილების საფუძველი და არსებული თუ მოსალოდნელი შედეგები.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის თანახმად, საქართველოს მთავრობის წევრის კომიტეტის სხდომაზე მოწვევის შესახებ მოთხოვნა უნდა გაიგზავნოს კომიტეტის სხდომამდე არაუგვიანეს 1 კვირისა. კომიტეტი მოწვეულ პირს უსმენს ამ ვადის გასვლიდან პირველსავე კომიტეტის სხდომაზე. ამ წესის შეცვლა შესაძლებელია მოწვევის ინიციატორსა და მოსაწვევ პირს შორის შეთანხმების შემთხვევაში.

როგოც bm.ge-ის ლევან კობერიძემ განუცხადა, გამომდინარე იქიდან, რომ ჯანდაცვის მინისტრს კომიტეტზე მოსვლის გადავადება არ უთხოვია, რეგლამენტის მიხედვით, ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე ხვალ უნდა მივიდეს.