მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალ საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმი გაიმართება

616bf640cce36
BM.GE
17.10.21 14:17
769
ხვალ საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმი გაიმართება. ღონისძიება თბილისის მერიოტში 10:00 -ზე დაიწყება.

სლოვაკეთის დელეგაციას თან ახლავს მსხვილი სლოვაკური კომპანიები შემდეგი სექტორებიდან:
• ტელეკომუნიკაცია
• IT
• ენერგეტიკა - ჰიდროელექტროსადგურების ტექნიკური აღჭურვილობა
• ტურიზმი (სათხილამურო კურორტები)
• სამედიცინო ტექნოლოგიები
• ნანოტექნოლოგიები
• საკვები პროდუქცია
• კოვიდუსაფრთხო ტექნოლოგია დაწესებულებებისთვის.

პრეზენტაციების დასრულების შემდგომ სლოვაკური და ქართული კომპანიების წარმომადგენლებს შორის გაიმართება ორმხრივი ბიზნესშეხვედრები.

შეხვედრის ფარგლებში ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ, ბიზნესკავშირები დაამყარონ სლოვაკურ კომპანიებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით და განავითარონ თავიანთი ბიზნესი.
ბიზნესფორუმი სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ივან კორკოკის ვიზიტის ფარგლებში ხორციელდება.

ფორუმს გიორგი პერტაია და ნათია თურნავა გახსნიან.