მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სლოვაკეთში არჩევნებში პრორუსმა პარტიამ გაიმარჯვა, ხელისუფლებაში ყოფილი პრემიერი ბრუნდება

სლოვაკეთი

სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში პრორუსულმა პარტიამ გაიმარჯვა. პარტიამ, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო უდგას სათავეში. მას 2018 წელს გამომძიებელი ჟურნალისტის მკვლელობის შემდეგ მოუწია გადადგომა.

როგორც BBC წერს, ფიცოს მთავრობის დასაკომპლექტებლად კოალიციის შექმნა მოუწევს. ქვეყნის პროევროპულმა პარტიამ არჩევნებში 15%-იანი მხარდაჭერით კი მესამე ადგილზეა.

სააგენტო Reuters წერს, ანალიტიკოსების შეფასებით, ფიცოს გამარჯვება ნიშნავს, რომ ცენტრალურ ევროპაში ნელ-ნელა მცირდება უკრაინის ომის მხარდაჭერა. ფიცო ევროკავშირის მწვავე კრიტიკოსია, ხოლო უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ამბობს, რომ “სლოვაკეთში ხალხს უფრო დიდი პრობლემები აქვთ, ვიდრე უკრაინაა".

NATO-ს წევრ სლოვაკეთში ღიად პრორუსული პარტიის გამარჯვება ზრდის რისკს, რომ უნგრეთთან ერთად შეეცდება ბლოკის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის პროცესი შეაფერხოს. ფიცო ამომრჩევლებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტასა და ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ჰპირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები