მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორუფციის ბრალდებით სლოვაკეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი სასამართლოს წინაშე წარდგება

646b5bf2e5156
გიორგი თოლორდავა
23.05.23 01:00
624
სლოვაკეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს, პიტერ კაზიმირს კორუფციის ბრალდებით სასამართლოს წინაშე მოუწევს წარდგომა.

საქმე ეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის განკარგულებას, რომლის მიხედვითაც კაზიმირს ქრთამის აღებისა და მთავრობის სხვა მაღალჩინოსნების მოსყიდვის გამო, ჯარიმის სახით 100,000 ევროს გადახდა დაეკისრა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკვე წლებია კაზიმირი ასაჩივრებს და აცხადებს, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა, რომელსაც არავითარი რეალური საფუძველი არ გააჩნია.

მიმდინარე წლის ივლისში უზენაესი სასამართლო სწორედ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს, იყო თუ არა პირველი ინსტანციის განაჩენი სამართლიანი.