მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალიდან ლიეტუვა რუსული ნავთობის, გაზისა და ელექტროენერგიის იმპორტს სრულად წყვეტს

6288afda38733
გიორგი თოლორდავა
21.05.22 13:30
1331
ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, ხვალიდან ქვეყანა სრულად წყვეტს რუსული ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის იმპორტს.

„ეს არა მხოლოდ მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯია ლიეტუვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისაკენ, არამედ წარმოადგენს ჩვენი სოლიდარობის გამოხატულებას უკრაინისადმი. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ რუსული ომის მანქანის დაფინანსება“, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა, დაინიუს კრეივისმა.

სამინისტროს განმარტებით, ქვეყნის ენერგეტიკული საჭიროებები ალტერნატიული წყაროების საშუალებით დაკმაყოფილდება. თხევად გაზს ქვეყანა აშშ-დან მიიღებს; ელექტროენერგია ადგილობრივი წარმოებისა და მეზობელი ევროპული სახელმწიფოების, კერძოდ, პოლონეთის, ლატვიისა და შვედეთის საშუალებით დაკმაყოფილდება; რუსული საწვავის იმპორტი კი ადგილობრივმა ბენზინგასამართმა სადგურებმა უკვე თვეზე მეტია შეწყვიტეს.