მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიეტუვა რუსეთის მოქალაქებს უძრავი ქონების ყიდვას აუკრძალავს

642d69906cdf3
მარიამ ვარადაშვილი
06.04.23 00:05
1558
ლიეტუვამ რუსეთის მოქალაქებს უძრავი ქონების შეძენა აუკრძალა. გადაწყვეტილება ქვეყნის პარლამენტმა მიმდინარე კვირაში მიიღო და მიზეზად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკი დაასახელა.

აკრძალვა 2024 წლამდე გაგრძელდება და მხოლოდ ლიეტუვაში რეზიდენტის სტატუსის მქონე რუსებს არ შეეხებათ. ამას გარდა, პარლამენტმა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებზე ახალი ვიზების გაცემის შეჩერებასაც დაუჭირა მხარი, უკვე გაცემული ვიზების მფლობელების ქვეყანაში შეშვებას საკითხს კი ინდივიდუალურად განიხილავენ.

პარლამენტში კანონპროექტის წარდგენისას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ რუსების უმრავლესობა სამხედრო აგრესიას მხარს უჭერს, არ იღებენ ზომებს რეჟიმის შესაჩერებლად და ამით იზიარებენ პასუხისმგებლობას უკრაინაში მიმდინარე პროცესზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები