მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყაზახეთი საქართველოში ხორბლის ტრანსპორტირებას დაასუბსიდირებს"

5d8f15d391213
ნუცა ბაზლიძე
28.09.19 14:00
1390
„მექანიზმი იმისა, რომ საქართველოში ხორბლის იმპორტი განხორციელდეს, შექმნილია. ყაზახეთი, თავისი ხორბლის საქართველოში ტრანსპორტირების დროს, ყაზახეთს მონაკვეთის ნახევარს დაასუბსიდირებს. ამის შესაბამისად, თუ ტარიფი არის დაახლოებით 100$-მდე, გამოდის რომ 20$ არის ყაზახეთის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა“, - განმარტავს მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა.

საქართველოში უკვე არის შემოტანილი 40 000 ტონა ყაზახური ხორბალი, თუმცა სილაგავამ აღნიშნა, რომ ჯერჯერობით მექანიზმის ამუშავება და ხორბლის კვლავ შემოტანა ვერ ხერხდება, რადგან ყაზახეთში არ არის კარგი მოსავალი, თუმცა, სილაგავა ყაზახეთის ბაზატს მნიშვნელოვან ალტერნატივად განიხილავს.

„თუ ხორბლის რუსეთიდან შემოტანაზე იქნება პრობლემები, ამ მექანიზმით ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, შეღავათიან ფასად ყაზახეთის ხორბალი შემოვიტანოთ“, - განაცხადა ლევან სილაგავამ.

ასევე მან ისაუბრა პროექტზე, რომლის მიხედვითაც, ყაზახეთის ხორბლის გატანა შესაძლებელი იქნება ფოთის ან ბათუმის პორტებიდან. ლევან სილაგავას განმარტებით, ეს იქნება ორმხრივად სასარგებლო.

მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, ამაზე მოლაპარაკებები დაახლოებით 1 კვირას გასტანს. ყაზახეთის ელჩთან მოლაპარაკებებში ჩართული იქნებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, სოფლის მეურნეობის სამინისტროები, ასევე დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.