მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზახეთი უცხოელთა სავალდებულო რეგისტრაციას აუქმებს - მიზეზს პრეზიდენტი განმარტავს

5db81e257da86
მიხეილ ხაჩიძე
29.10.19 23:50
2192
ყაზახეთი ინვესტიციების და ტურისტების მოსაზიდად რეგულაციებს ამარტივებს. კერძოდ, უახლოეს პერიოდში საემიგრაციო პოლიციაში უცხოელთა სავალდებულო რეგისტრაცია გაუქმდება. ადგილობირივი მედიის ცნობით, ამის შესახებ განცხადება ყაზახეთის პრეზიდენტმა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ფორუმზე გააკეთა.

კასიმ ჟომარტ ტოკაევის თქმით, თუ ქვეყანას განვითარება და ინვესტიციების მიზიდვა სურს, ძველი დროის გადმონაშთებისგან უნდა გათავისუფლდეს.


"თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა, გავაძლიეროთ ჩვენი ქალაქების და მთლიანად ქვეყნის მთლიან ინვესტიციებისა და ტურისტული მიმზიდველობა, უნდა გავთავისუფლდეთ ისეთი ანაქრონიზმისგან, როგორც უცხოელთა სავალდებულო რეგისტრაციაა საემიგრაციო პოლიციაში. ეს პროცესი რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს”, - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.


ყაზახეთის პრეზიდენტის აზრით, უცხოელი სტუმრებისთვის უხერხულობის გარდა, იძულებითი რეგისტრაცია დიდი კორუფციის წყაროა, რაც ქვეყნის რეპუტაციაზე უარყოფითად აისახება.