მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ყასიმ-ჟომართ თოყაევი იმარჯვებს - პირველადი შედეგები

637b2a399f7f8
ვიქტორია მღებრიშვილი
21.11.22 11:37
575
ყაზახეთში გუშინ გამართულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ხმათა 81.31%-ის მიიღო - ინფორმაციას ყაზახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

ყაზახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით, ხმათა გადანაწილება ასეთია:

ყასიმ ჟომართ თოყაევი - 81.21% (6 456 392 ხმა)
ჟიგული დაირაბაევი - 3.42% (271 641 ხმა)
კარაკატ აბდენ = 2.60% (206 206 ხმა)
მეირამ კაჟიკენი - 2.53% (200 907 ხმა)
ნურლან აუეცბაევი - 2.22% (176 115 ხმა)
სალტანატ ტურსინბეკოვა 2.12% (168 731 ხმა)
ყველას წინააღმდეგ ხმა 5.8% მისცა (460 484 ხმა).

ცნობისთვის: 20 ნოემბერს ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. 11 მლნ -ზე მეტი მოქალაქე ქვეყნის პრეზიდენტს 6 კანდიდატიდან ირჩევდა, რომელთა შორის მოქმედი პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევია. სწორედ მან მიმდინარე წლის პირველ სექტემბერს პარლამენტში გამოსვლისას ყაზახეთის განვითარების ხედვასთან ერთად წარმოადგინა წინადადება 2022 წლის შემოდგომაზე პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების შესახებ. მისი განცხადებით, „ახალი სამართლიანი ყაზახეთის“ შენებისა და მის მიერ წარდგენილ განვითარების ახალ სტრატეგიის განხორციელება საკვანძო სახელმწიფო ინსტიტუტების გადატვირთვით უნდა დაიწყოს. ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ამგვარი განახლება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის წინადადების წამოყენებით დაიწყო. შესაბამის ბრძანებას კი ხელი 21 სექტემბერს მოეწერა.