მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Youtube-ი ვაქცინის შესახებ დეზინფორმაციას დაბლოკავს

6155b44a398a2
ნათია თაქთაქიშვილი
30.09.21 21:00
509
პოპულარული ვიდეო პლატფორმა Youtube-ი განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ვაქცინაციასთან დაკავშირებით პლატფორმაზე ნებისმიერი დეზინფორმაცია დაიბლოკება. ამის შესახებ ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ვიდეო პლატფორმა ყველა იმ შინაარსის ინფორმაციას წაშლის, რომელიც კომპეტენტური ჯანდაცვის ორგანოების მიერ დამტკიცებულ ნებისმიერ ვაქცინას ეჭვქვეშ დააყენებს და ეს არ ეხება მხოლოდ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს.

„Youtube-ი კრძალავს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც ანტივაქსერულ კამპანიას ემსახურება, სადაც საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინები საშიშია ან იწვევს რაიმე ქრონიკულ დაავადებას“, - განაცხადა Youtube-ის ვიცე პრეზიდენტმა უსაფრთხოების საკითხებში მეთ ჰალპრინმა.