მას შემდეგ, რაც Apple-ის თანადამფუძნებელი, სტივ უოზნიაკი და სხვა მოსარჩელეები Alphabet-ის საკუთრებაში არსებულ YouTube-თან სასამართლო დავაში დამარცხდნენ, მხარეებმა სააპელაციო სასამართლოს მიმართეს და გაიმარჯვეს. საქმე ისაა, რომ 2020 წელს, YouTube-ზე რამდენიმე ყალბი ვიდეო გავრცელდა, რომელშიც სტივ უოზნიაკის, ბილ გეიტსის, ილონ მასკისა და სხვა ცნობილი სახეების მსგავსი ადამიანები მონაწილეობდნენ, რომლებიც მაყურებელს თაღლითურ სქემაში იწვევდნენ, რის სანაცვლოდაც უფასო ბიტკოინს სთავაზობდნენ.
შედეგად, სტივ უოზნიაკმა და ჩვიდმეტმა სხვა პირმა სასამართლოს მიმართეს, მაგრამ პირველი ინსტანციის სასამართლოში დამარცხდნენ, რადგან სასამართლომ YouTube-ის პასუხისმგებლობა ვერ დაადგინა. ის გამარჯვება კი, რომელიც მოსარჩელე მხარემ რამდენიმე დღის წინ იზეიმა, სააპელაციო სასამართლომ მიიღო.
სასამართლოს უკანასკნელი გადაწყვეტილება სტივ უოზნიაკს სასამართლო დავის გაგრძელების საშუალებას აძლევს, რამაც, შესაძლოა, ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეცედენტული გადაწყვეტილების სახეც მიიღოს, რადგან თუ სასამართლომ დაადგინა, რომ YouTube-ი პლატფორმაზე განთავსებული კონტენტის შინაარსზე აგებს პასუხს, ეს გადაწყვეტილება სხვა სტრიმინგ-პლატფორმებზეც გავრცელდება.