01.ნოემბერი .2019 17:08

"ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რუსეთიდან ფრენების შეჩერების ფონზე, დარტყმა შევარბილოთ"

views 801
უკან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ტურიზმის, როგორც ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგზე ისაუბრა. როგორც თურნავა აღნიშნავს, ეს არის დარგი, რომელსაც საქართველოსთვის "ძალიან დიდი სოციალური პოზიტივი" შემოაქვს.

„მოგეხსენებათ, რომ ტურიზმი ჩვენი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ლოკომოტივი დარგია, რომელიც მუდმივად ტოპ 3 დარგშია და ყველაზე სწრაფად იზრდება. მაგრამ გარდა ამისა, ეს არის დარგი, რომელსაც ჩვენთვის ძალიან დიდი სოციალური პოზიტივი შემოაქვს. იმიტომ, რომ ტურიზმში არის ჩართული არა მხოლოდ მსხვილი, არამედ მცირე ბიზნესი და კონკრეტული ოჯახები, საოჯახო სასტუმროების სახით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ თუნდაც რუსეთის ფრენების შეჩერების ფონზე მაქსიმალურად შევარბილოთ ეს დარტყმა და მოვახდინოთ მეტი დივერსიფიკაცია.

იცით, რომ უკანასკნელ თვეებში ჩვენი თანადგომით და ძალისხმევით პრაქტიკულად გაცხადებული პირდაპირი ფრენების რაოდენობა გაორმაგდა Wizz Air-ის მხრიდან, შემოვიყვანეთ კომპანია Ryan Air, ხოლო ახლა მოლაპარაკებები ასევე დაბალბიუჯეტიან კომპანია „ინდიგოსთან“ წარმატებით დაგვირგვინდა“ - განაცხადა თურნავამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა